სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა მივუგოთ განუსჯელ ქმედებებზე განუსჯელობით არ უნდა

ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო თუ შეუბერავ, უფრო გაჩაღდება და მაშინ ხანძარსაც არაფერი აკლია. ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო შეუბერავ

ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამენ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო გადადებენ შერიგებას, მით უფრო გაიზრდება მათი გაბოროტება ერთმანეთის მიმართ, წყენის მატებასთან ერთად იმატებს შურისგებაც, რასაც მოსდევს გაბოროტება, ამას, კვლავ ახალი შურისგება მოჰყვება და საბოლოოდ ორივე მხარე დაუძლურდება. ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს

ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ - წყლით; ასევე ბოროტებაც ბოროტებით კი არ მარცხდება, არამედ - სიკეთით; არა სიძულვილით, არამედ - სიყვარულით. ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ - წყლით;

თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს გააჩაღებ თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს

უხეშობაზე უხეშობით მიგება და მასთან ბრძოლა მხოლოდ აღიზიანებს უხეშ ადამიანს. უხეშობაზე უხეშობით მიგება და მასთან ბრძოლა

წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია, ყოველი შემდგომი წყენა წინამორბედზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. ამ ყოველივედან შესაძლოა, მივხვდეთ, რა სამართლიანად ბრძანებს მოციქული: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განიხილენით" (გალ. 5, 15). წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ

ბოროტება არანაირად არ მოსპობს ბოროტებას; და ამიტომაც თუ ვინმე ბოროტებას გაგიკეთებს, სიკეთით გადაუხადე, რათა ბოროტება სიკეთით დაჯაბნო. ბოროტება არანაირად არ მოსპობს ბოროტებას; და

თუ შეიტყობ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ცუდს ამბობს, ისე მოექეცი მას, თითქოს შენზე კარგი ეთქვას. თუ შეიტყობ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ცუდს

კეთილი თვისება მტრისაც უნდა შეაქო კეთილი თვისება მტრისაც უნდა შეაქო

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2