სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და, რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახ...
იხილეთ სრულად
სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და, რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა) შეადგენს, განათლების სისტემა ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებლებში განახ...
მარტო ეკლესიაში სიარული არ არის საკმარისი. ამასთანავე, აუცილებელია, რომ პიროვნებამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და სიტყვით თუ საქმით სიკეთის თესვას ეცადოს.
სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ „მზეს სიმართლისა“, მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკრველის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩ...
იხილეთ სრულად
განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ „მზეს სიმართლისა“, მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკრველის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.