ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
სატანის ძალა, რომელიც შეუმჩნევლას მკვიდრობს ადამიანში მისი გაფანტული ცხოვრებისას, როდესაც მლოცველის მიერ მოხმობილ უფლის სახელს გაიგონებს, აწრიალდება. ის ადამიანში ყველა ვნებას აღადგენს, მათი საშუალებით ადამიანს საშინლად შეარყევს, სხეულში სხვადასხვაგვარ, უცნაურ სნეულებებს აღმოაცენებს. ამ აზრით თქვა ღირსმა იოანე წინასწარმეტყველმა: "ჩვენ უძლურებს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ იესოს სახელს მივმართოთ, რადგან ვნებები, როგორც ნათქვამია, დემონები არიან და ამ სახელის მოხმობით განიდევნებიან". ეს ნიშნავს: ვნებები და დემონები ერთობლივად მოქმედებენ, დემონები ვნებების საშუალებით მოქმედებენ... წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "უფალი იესო ქრისტეს სახელის ხსენება მტერს საბრძოლველად აღაგზნებს. რამეთუ "იესოს ლოცვისთვის" მაიძულებელ სულს ამ ლოცვით ყველაფრის მოპოვება შეუძლია... პირველ რიგში, მას შეუძლია გველის ამოძრავება და ამ ლოცვას მისი დამორჩილებაც შეუძლია. ამ ლოცვას მისი მოსპობაც შეუძლია... უფალ იესო ქრისტეს სახელი ჩავა გულის სიღრმეში, დაიმორჩილებს გულის საძოვრების მფლობელ გველს, ხოლო სულს გადაარჩენს და განაცხოველებს. განუწყვეტლივ იმყოფებოდე უფალ იესოს სახელში, დაე შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული, დაე ეს ორი ერთად იყვნენ. თუმცაღა ეს საქმე ერთსა და ორ დღეში არ აღესრულება, არამედ მრავალ წელსა და დიდ დროს საჭიროებს, დიდი დრო და ღვაწლია საჯირო იმისათვის რომ მტერი განიდევნოს და ქრისტე დაემკვიდროს.
დაკავებული ხართ სიკეტისმოყვარეობის კითხვით? - ეს კარგია. მაგრამ ეცადეთ არ გაიხლართოთ ეგნატესა და კალისტეს, გრიგოლი სინელისა და ნიკიფორე მონაზონის სტატიებში. მოიძიეთ, ხომ არა აქვს ვინმეს ბერი პაისი ნიამეცელის ცხოვრება. იქ არის სიკეთისმოყვარეობის შესახებ ზოგიერთი სტატიის წინასიტყვაობა, რომელიც ბერმა ვასილიმ შეადგინა. ეს სტატიები საფუძვლიანად ხსნიან მექანიკური საშუალებების მნიშვნელობას იესოს ლოცვის აღსრულებისას. ისინი თქვენც დაგეხმარებიან გაიგოთ ყველაფერი, როგორც საჩიროა. მაგრამ მე უკვე შაგახსენეთ, რომ თქვენთვის ის მექანიზმი არაა საჭირო. რასაც ის იძლევა, თქვენ უკვე გაქვთ. არ მიხვიდეთ არასწორ აზრამდე, თითქოს თქვენი ლოცვის საქმე უკვე დასრულებულია. ლოცვაში ზრდას დასასრული არა აქვს. თუ შეჩერდება ზრდა, ეს ნიშნავს, რომ შეჩერდა სიცოცხლე. უფალმა შეგიწყალოთ და გაცხოვნოთ თქვენ! არსებობს საფრთხე ჯეროვანი მდგომარეობიდან გადახრისა, როდესაც მხოლოდ ხსოვნა რჩება ასეთი მდგომარეობის შესახებ და ის მიიჩნევა ნამდვილ მდგომარეობად. ღმერთმა დაგიფაროთ ამისგან!
გრძნობთ აზრების გაბნევას? - გაფრთხილდით! ეს ძალზე სახიფათოა. მტერს თქვენი ჩიხში მომწყვდევა და განადგურება სურს. აზრები ხეტიალს იწყებენ შიშის შემცირებისა და გულის გაცივების გამო. გულის გაცივებას კი ბევრი მიზეზი აქვს. მათგან მთავარი თვითკმაყოფილება და თავის განდიდებაა. ესენი ახლოსაა თქვენთან. გაფრთხილდით და ნუ დააყოვნებთ ღვთის შიშის და სულის სიმხურვალის ახდგენას.
თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა, ხიბლიავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
მათ აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება!
ვიცნობ ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ლოცვისთვის აიძულებენ თავს და გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განანათლებს და ისინი სიღრმისეულ, გულწრფელ აღსარებას ამბობენ. იესოს ლოცვის წინააღმდეგ აღძრული გულისსიტყვებითა და განსაცდელებით შეჭირვებული ეს ადამიანები მონდომებით მიისწრაფვიან უხრწნელი საიდუმლოებებისკენ, ისევ განაახლებენ გულისსიტყვებთან და ვნებებთან ბრძოლას და კვლავ წმინდა საიდუმლოს ეზიარებიან. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
ეს ყოველივე ძალას მატებს მებრძოლის ლოცვას!
ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
თემა: იესოს ლოცვა, სულიერი ბრძოლა, სიკვდილის ხსოვნაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
იესოს ლოცვა იმდენად ძლიერია, ადამიანის გონება ვერ იტევს!
ეს უბრალო, ერთფრაზიანი ლოცვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის გონებას მისი დატევა არ შეუძლია. ამიტომ სატანა მას ეომება, სასტიკად ებრძვის – ჩვენთვის გონებადაფანტულობა, შფოთი, მწუხარება მოაქვს, სულს გვიხუთავს. მას ერთადერთი მიზანი აქვს – არ ილოცოს ადამიანმა.
თემა: ეშმაკი, დემონი, იესოს ლოცვა, ლოცვისას გონებაგაფანტულობაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი