72. როგორ შეიძლება შევასრულოთ წმ. მოციქულთა სიტყვები "მარადის გიხაროდენ" (1 თეს. 5, 16), როცა ყოველდღე უამრავი განსაცდელი და ჭირი მოიწევა ჩვენზე?
ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმიდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მო...
იხილეთ სრულად
ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმიდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა - ყალბია და წუთიერი
link
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სი...
იხილეთ სრულად
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია
link
თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დ...
იხილეთ სრულად
თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსლ. 2, 11).
link
ეცადე, რომ შენი ლხინი და ნუგეში იყოს ღვთის ვედრება, წირვა–ლოცვის მოსმენა ეკლესიაში. დავით წინასწარმეტყველი იტყვის: „განვიხარე მე, რომელთა მრქვეს: სახლსა უფლისასა წარვიდეთ“ – გამიხარდაო, როდესაც მითხრეს საყდარში წავიდეთო. გაგიხარდე...
იხილეთ სრულად
ეცადე, რომ შენი ლხინი და ნუგეში იყოს ღვთის ვედრება, წირვა–ლოცვის მოსმენა ეკლესიაში. დავით წინასწარმეტყველი იტყვის: „განვიხარე მე, რომელთა მრქვეს: სახლსა უფლისასა წარვიდეთ“ – გამიხარდაო, როდესაც მითხრეს საყდარში წავიდეთო. გაგიხარდეს შენცა, როდესაც გაიგონებ ზარის ხმას. თუ მწუხარება რამე გეწია, თუ გული მოწყენილი გაქვს – ილოცე, თუ მოლხენილი ხარ – იგალობე. „სჭირდეს თუ ვინმეს თქვენგანსა, – გვასწავლს წმიდა მოციქული იაკობი, – ილოცევდი; მოლხინე თუ ვინმე ა...
link
სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმიდითა. მართალია, უფალმან იესო ქრისტემან გვითხრა ჩვენ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირს...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმიდითა. მართალია, უფალმან იესო ქრისტემან გვითხრა ჩვენ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირსებას და ცოდვას; მაგრამ სიხარული სულისა მიერ წმინდისა არა თუ არ არის წინააღმდეგი სულიერისა მწუხარებისა, მონანებისა, შემუსვრილებისა, არამედ პირდაპირ მისი ნაყოფია. სიხარული სულისა მიერ წმინდისა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულშ...
link
თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩე...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩემო.
link
მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული ს...
იხილეთ სრულად
მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული სიხარული და მხიარულება არის ნაყოფი შრომისა და მოღვაწეობისა; ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა არის ყალბი და წუთიერი. პირველი წარმომდინარეობს კეთილისა სინდისისაგან, განწმედილი აზრისაგან. ენა კაცისა ვერ გამოსთქვამს იმ სიხარულს...
link
ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხარო...
იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხაროდენ და კვალად გეტყვი გიხაროდენ“; ესე იგი, ქრისტიანე კაცს ყოველთვის უნდა უხაროდეს.
link
რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხ...
იხილეთ სრულად
რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხოველებს კაცსა.
link