მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ასე რომ, ილოცეთ, შვილებო, რათა თვით სიყვარულმა – ღმერთმა – ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი მოგვმადლოს. როცა ეს სიყვარული ჩვენს გულებში, სიტყვებსა და საქმეებში გამეფდება, მაშინ მოგვეცემა იმედი, რომ შევქმნით ქრისტესმიერ კრებულს ქრისტია... იხილეთ სრულად
ჩემო საყვარელო შვილებო, გისურვებთ სიყვარულის ღმერთმა გაგაძლიეროთ ურთიერთსიყვარულში და მოგცეთ ის უზაკველი სიყვარული, რომელიც საცდურს კი არ წარმოქმნის, არამედ, პირიქით, თავისი სიბრძნით განაქარვებს მას.
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლ... იხილეთ სრულად
ვისაც სიყვარული აქვს, „ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16). ერთმანეთისადმი ნამდვილი და წრფელი სიყვარული მოწმობს, რომ ღვთისანი ვართ და გვიყვარს ის.
„ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს" (1 იოან. 3, 15), სულიერ წყვდიადში იმყოფება და არ იცის, საით მიდის.
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბო... იხილეთ სრულად
მისთვის, ვისაც უყვარს, სიყვარული სულის საფუძველი, საძირკველი და საფარველია; ამ სულში ღმერთია დამკვიდრებული და ამის გამო ყოველ წუთს ნათელ სიხარულს განიცდის!
ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის მონასტრის წევრებს შორის აუცილებელია ურთიერთსიყვარული. ეს იქნება ოქროს რგოლი, რომელიც ძმებს ერთ სხეულად აქცევს, წინ რომ აღუდგნენ მტრობისა და სიძულვილის უფლის – ეშმაკის ... იხილეთ სრულად