სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თა...
იხილეთ სრულად
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თავს მაღლა ვერ წევს, რადგან სინდისი ამხელს, რომ არ უყვარს ღმერთი ისე, როგორც მან შეიყვარა იგი და ღვთის მცნებას არღვევს.
თუ არ გვიყვარს ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უხილავ ღმერთს? ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული. ვისაც არ აქვს სიყვარული, მასში ღმერთი არ მკვიდრობს.
ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „რო...
იხილეთ სრულად
ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „როგორც გნებავთ, როგორც იტყვით“, საკუთარ აზრს არავის სთავაზობს, რადგან თავი ყველაზე უმცროსად მიაჩნია; როცა რაიმეს ავალებენ, მზადაა სიხარულით შეასრულოს და ამბობს: „როგორც მაკურთხებთ“.