მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
შვილო, მწერ ვიღაცაზე, ვინც გაგამწარა, შენ კი დაწყევლე. არა, შვილო, არავინ დაწყევლო, რა ბოროტებაც არ უნდა გაგიკეთოს. ქრისტე გვეუბნება, გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორღა უნდა ვთქვათ ბოროტი სიტყვა? ღვთისგან შენდობა ითხოვე და ამიერიდან... იხილეთ სრულად
შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.
შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში.
ძმის შეცდომების დათმენა და უგულებელყოფა რომ შეძლო, გაიხსენე უფლის სულგრძელობა შენი შეცდომების მიმართ.
შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე.
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
როცა სული ჯანმრთელია, გასაჭირში მოთმინება აქვს, ხორციელი სურვილების უარყოფაც შეუძლია და გულისსიტყვების უგულებელყოფაც. მას ვერც სნეულება აშინებს და ვერც თავმოყვარე გულისსიტყვები. როცა სული ჯანსაღია და სიყვარული აქვს, არ ჩხუბობს, ით... იხილეთ სრულად