ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიან...
იხილეთ სრულად
ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიანი! იგი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თვისისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ“ (ეს. 49, 15). „უკუეთუ [უწინ], მ...
ჩვენ მოვალე ვართ ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც – სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მოვალე ვართ ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც – სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდა მამას, ღმერთს უნდა დავემსგავსოთ.
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკე...
იხილეთ სრულად
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკეთეთა მემკვიდრეები ვერ გავხდებოდით. მაშ, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ. საქმეს დაასრულებს უფალი, რომელსაც სრულყოფის ძალა აქვს.გაიხსენეთ, როგორ იღვწოდნენ პირველი ქრისტიანები კატაკომბების ხანაში. როდესაც მათ ქრისტიანული მოვალეობა ...
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უ...
იხილეთ სრულად
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35).
რა არის ძმების სიყვარულზე მშვენიერი? მაგრამ ღვარძლის მთესველი ბოროტი თავისი მზაკვრობით ფარულად თესავს ღვარძლის თესლს და ამგვარად შუღლს, შურსა და გულგრილობას ვიმკით.