მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა...
იხილეთ სრულად
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს.ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთარი ბრალი, მუდამ ამხილოს, განიკითხოს, დაიდანაშაულოს თავი და არ მიაქციოს ყურადღება, დამნაშავეა თუ არა მოყვასი.
მამები ამბობენ: „თუ მოვინდომებთ საკუთარი თავის დამშვიდებას სხვების დამშვიდებით, მშვიდობა არასოდეს გვექნება“, ანუ თუ გვინდა მშვიდობა სხვების დამშვიდების გზით მოვიპოვოთ, ვერ დავმშვიდდებით. მაშასადამე, ადამიანმა მშვიდობა საკუთარ თავშ...
იხილეთ სრულად
მამები ამბობენ: „თუ მოვინდომებთ საკუთარი თავის დამშვიდებას სხვების დამშვიდებით, მშვიდობა არასოდეს გვექნება“, ანუ თუ გვინდა მშვიდობა სხვების დამშვიდების გზით მოვიპოვოთ, ვერ დავმშვიდდებით. მაშასადამე, ადამიანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს. „დაამყარე მშვიდობა შენს თავთან, – ამბობს აბბა ისააკი, – და ცა და ქვეყანა მშვიდობას დაამყარებს შენთან“.
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს. უფალი ამბობს: „რომელს...
იხილეთ სრულად
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად ...
ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რომ გამოვფხიზლდეთ და უფალი გავიხსენოთ. როცა ვევედრებით, თითქოს არ გვისმენს, რომ უფრო მეტად შევევედროთ და ვუხმოთ მის წმინდა სახელს სხვადასხვა ვნების შიშით შეძრწუნებულებმა; ტკივილით აღსავსე ვედრება...
იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რომ გამოვფხიზლდეთ და უფალი გავიხსენოთ. როცა ვევედრებით, თითქოს არ გვისმენს, რომ უფრო მეტად შევევედროთ და ვუხმოთ მის წმინდა სახელს სხვადასხვა ვნების შიშით შეძრწუნებულებმა; ტკივილით აღსავსე ვედრება განწმენდს ჩვენს გულს და გამოცდილებით შევიცნობთ ჩვენი გახრწნილი ბუნების უძლურებას. ასე მთელი არსებით გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.დიდ გამოცდილებას გულიდან დაღვრილი სისხლით შევიძენთ ...
„ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (იოან. 14, 27). გწამდეთ ღვთისა, შვილებო, არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე მეტად რომ გამოვიცადოთ; განსაცდელს ღვთის შეწევნაც ახლავს. ჩვენი ქრისტე გვეუბნება, თუკი მე მომიძულეს, თქვენც მოგიძულ...
იხილეთ სრულად
„ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (იოან. 14, 27). გწამდეთ ღვთისა, შვილებო, არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე მეტად რომ გამოვიცადოთ; განსაცდელს ღვთის შეწევნაც ახლავს.ჩვენი ქრისტე გვეუბნება, თუკი მე მომიძულეს, თქვენც მოგიძულებენ; თუკი მე მდევნეს, დამგმეს და მწყევლეს, თქვენც გდევნიან, დაგგმობენ და დაგწყევლიან. ასე იმიტომ მოიქცევიან, რომ არ იცნობენ ღმერთს და „არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34).ჩვენ, შვილებო, ვიცით ღმერთი და ვინაიდან ის გვიყვარს...
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება. მღვიძარე მამები ბ...
იხილეთ სრულად
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება. მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სულის სიწ...
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.
უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდი...
იხილეთ სრულად
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდიდრდება მათი სულები ქრისტესმიერი სიყვარულითა და თავგანწირვით. ამგვარად, ქრისტეს ვადიდებთ, თაყვანსვცემთ და ღვთის წმინდა სახელის მადიდებელი მდაბალი ორღანოები (ფსალმ. 150, 4) ვხდებით.