წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომელ არიან ბევრნი მას ზედა უარესნი, როგორც ამბობს ფარისეველი: "არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11). თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი

რა საკვირველი ღვთისა მოყვარე და მსასოებელი იყო წინასწარმეტყველი ანნა. იგი იყო ქვრივი ოთხმოცდაოთხისა წლისა, ქმართან სცხოვრებდა მხოლოდ შვიდი წელი. დანარჩენი ცხოვრება თვისა გაატარა ტაძრის ეზოში, რომელი არა განეშორებოდა ტაძარსა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე და ღამე. ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტ სიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა? ამას რომ ჰკითხვიდეს ვინმე თავის თავს, მისი სინიდისი და გული შეიტყობდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არის შორის მისა და ანნა წინასწარმეტყველისა, და მიიღებდა იგი დიდსა სწავლასა და მხილებასა. რა საკვირველი ღვთისა მოყვარე და მსასოებელი

განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა, სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწარმეტყველი იყო ძლიერ მოხუცებული და უძლური; აჰა, ესერა ამათ ყოველთა ვხედავთ შეკრებილთა და მლოცველთა ტაძარში. თუმცა დღე ესე არ იყო მათთვის დღესასწაული, არამედ უბრალო, ნიადაგი დღე. გარნა შენ, რომელი ხარ კაცი ცოდვილი, რომლისათვის ფრიად საჭიროა განწმენდა სინიდისისა მრავლითა და ხშირითა ლოცვითა, შენ არათუ უბრალო დღეს, არამედ მრავალ გზის დღესაწაულშიდაც დააკლდები წირვა–ლოცვასა, რომელთამე უბრალოთა და არა პატივსაცემელთა მიზეზთა გამო და ხანდისხან გარეშე ყოვლისა მიზეზისა. ნუთუ შენ უწმინდესი ხარ ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ნუთუ შენ უმართლესი ხარ მართლისა სვიმეონისა, რომელნი არასოდეს დააკლდებოდენ ეკლესიურსა ლოცვასა? ნუ იქმნები მცონარე! ნუ სჩაგრავ სულსა შენსა! რა იცი, რა დროს მოგივა შენ მადლი ლოცვისა? რა იცი, რომელს დღეში უმეტესად შეიწყნარებს ღმერთი ლოცვასა შენსა? იქნება იმ დღეს, როდესაც შენ დაგეზარა ეკლესიაში წასვლა, რომ წასულიყავი საყდარში, მადლი სულისა წმიდისა შეეხებოდა გულსა შენსა; იქმნება იმ დღეს მოელოდა სული შენი განმართლებასა და ცხონებასა. იქმნება იმ დღეს, მსგავსად სვიმეონ მართლისა, შეიძლებოდა შენი გულის სიღრმისაგან წარმოთქმად წინაშე ღვთისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო

ძმანო ჩემნო საყვარელნო, უკეთუ გვსურს, რათა მოეახლოს და კიდეც დაიმკვიდროს აქ, მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა სასუფეველმან ღვთისამან, შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი, ვითარცა იტყვის მაცხოვარი, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღვთისა. ძმანო ჩემნო საყვარელნო, უკეთუ გვსურს, რათა

სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა. სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შენ ხშირად ფიქრობ და გიყვარს სჯული შენი, ესე იგი ქრისტიანობა, როდესაც შენ ემორჩილები ჭეშმარიტებასა და სიმდიდრესა ღვთისასა და თუმცა უძლურებისა გამო კაცის ბუნებისა შთავარდები შემთხვევით, რომელთამე ცოდვათა შინა, გარნა განგებ და წინასწარგანზრახვით ცუდს საქმეს არ იზამ. სასუფეველი ღვთისა არს იმ სახლში, ანუ ოჯახში, სადაცა ჰსუფევს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული, სადაცა მშობელნი აჩვენებენ შვილთა თვისთა კეთილთა მაგალითთა, შვილნი ემორჩილებიან და პატივს სცემენ მშობელთა თვისთა, ერთი სიტყვით, იმ სახლში, რომელიცა სიწმიდითა, სიმართლითა, ემსგავსება თვით ეკლესიას. სასუფეველი ღვთისა არს მრთელად სოფლისა ანუ ქვეყნის საზოგადოებაში, მაშინ, როდესაც შემხედველი საზოგადოებისა მის ნახავს, რომელ იქ ჰსუფევს მშვიდობა, სიმართლე და უმეტესად – წმიდა, კეთილი ზნეობა. სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად

დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო ქადაგება და სწავლა: მიერითგან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა მაცხოვარისა იყო სასუფეველსა ზედა ცათასა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა, ვითარცა აღხსნის მრავალგზის საღმრთო წერილი, არის სუფევა ანუ დამკვიდრება და უფლება კაცთა შორის ჭეშმარიტისა, მშვიდობისა და უმეტესად სიყვარულისა, ერთის სიტყვით, ოდეს კაცთა შორის ნაცვლად ცოდვისა ჰსუფევს და მოქმედებს მადლი და ჭეშმარიტება. დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა

როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა. როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე

გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე: მაშასადამე, ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის–ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის. მაშასადამე, ღვთის უარის ყოფა. გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი:

მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა. ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად შეაგონებს კაცსა, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა და ბედნიერებასა. მაგალითებრ, ანგაარი კაცი ოდესაც იღებს ქრთამს, ფიქრობს, ბედნიერი და დიდი კაცი შევიქმნებიო. მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან

ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. მაშინ აღიყვანა მაცდუნებელმან იესო მაღალსა სართულსა, ანუ სახურავსა ტაძრისასა და უთხრა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. გარნა ვერცა ამპარტავანება იპოვა მაცდურმან გულსა შინა მაცხოვარისასა. წერილ არს, უპასუხა მაცხოვარმან: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. აქედგანაც ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ თუ მეტად თავის მომწონე ხარ, დიდი გული გაქვს და დიდი ჰაზრი შენს თავზე, მაცდური ისარგებლებს ამით და შთაგაგდებს რომელსამე ცოდვასა შინა სწორეთ ამის მსგავსი გამოცდა იქმნება ეშმაკისაგან, უკეთუ ერთმან ვინმემ იფიქრა თავის გულში: მე დიდი კაცის შვილი ვარო, ბევრი ყმები მყვანან, ჩემთვის სირცხვილია შრომა და მუშაობა; ანუ ვინმემ თუ იფიქრა, მე მდიდარი ვარ, საჭირო არ არის ჩემთვის მუშაობა; ანუ სხვამ ვინმემ იფიქრა, მადლობა ღმერთს მე წმიდათ ვატარებ ჩემ ცხოვრებას, ჩემში მტერი ვერ ნახავს სიცუდესა, ყოველი ესრეთი ჰაზრი ადგილს აძლევს ეშმაკსა მიახლებად და გამოცდად კაცისა. ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1