სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა.
ჩვენ გვგონია, რომ თავმდაბლები ვართ, ვიდრე არ გვეხებიან. ეს თავმდაბლობა არ არის! ჭეშმარიტი თავმდაბლობა ის არის, როდესაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ, შენ კი საკუთარ თავს ეუბნები: ეს ყველაფერი ჩემი ცოდვების ბრალია.
ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე ცოდვილი უწოდოს, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა არ სურს. ეს თავმდაბლობის ნიშანი არ არის.
ვფიქრობდეთ იმას, რომ თავმდაბლები ვართ და არ გვქონდეს სულის სიმტკიცე იმისათვის, რომ შევურიგდეთ მას, ვინც გვაწყენინა, ან ვისაც ვაწყენინეთ, ნიშნავს, რომ თავს ვიტყუებთ, რომ საკუთარ თავს მივაწერთ თავმდაბლობას, რომელიც არ გაგვაჩნია.
არსებობს საცდელი ქვა ოქროსა და ვერცხლისათვის; არსებობს აგრეთვე საცდელი ქვა თავმდაბლობისათვის. ქვა, რომლითაც თავმდაბლობა გამოიცდება, არის შერიგება მათთან, ვინც გვაწყენინა ან - ვისაც ჩვენ ვაწყენინეთ.
ნელ-ნელა ვასწავლოთ ჩვენს გულს, რომ ყოველ ძმაზე თქვას: "ჭეშმარიტად, ის ჩემზე უკეთესია". ამრიგად თანდათან ისწავლი, საკუთარი თავი სხვებზე უარესად მიიჩნიო.
ზიანი არ მოგადგება, თუ თავს ადამიანებზე დაბლა დააყენებ, მაგრამ ძალიან დაზიანდები, თუ ერთ ადამიანზე მაინც აღიმაღლებ თავს.