ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მურნეობა...
იხილეთ სრულად
ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვისმოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ-ქმრობის, მამა-შვილობის, ოჯახური ცხოვრებ...
ბოროტ დედაკაცთან ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ ღმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი ...
იხილეთ სრულად
ბოროტ დედაკაცთან ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ ღმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი შეიქნა, მასზე უფრო საძაგელი არაფერია.
ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდად მავნებელი და ქვეყნის შემარცხვენელი სულიერი სენი და ვნებაა გავრცელებული, - ეს არის მთავრობასთან კაცის საიდუმლო შესმენა, ანუ დაბეზღება სიტყვიერად, ან წერილობით, რომელიც უმეტესად გამოგონილი სახელითაა ხელმოწ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდად მავნებელი და ქვეყნის შემარცხვენელი სულიერი სენი და ვნებაა გავრცელებული, - ეს არის მთავრობასთან კაცის საიდუმლო შესმენა, ანუ დაბეზღება სიტყვიერად, ან წერილობით, რომელიც უმეტესად გამოგონილი სახელითაა ხელმოწერილი. ეს ერთობ სასირცხვო და საზიზღარი საქმეა
დაბეზღება არის ცილისწამება, ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტრობასა და ცილისწამებას კაცისკვლას ადარებს. დამბეზღებელი თავისთავს ვნებს, ცოდვას თავის თავზე იღებს, ხოლო თავის სურვილსა და განზრახვას ვე...
იხილეთ სრულად
დაბეზღება არის ცილისწამება, ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტრობასა და ცილისწამებას კაცისკვლას ადარებს. დამბეზღებელი თავისთავს ვნებს, ცოდვას თავის თავზე იღებს, ხოლო თავის სურვილსა და განზრახვას ვერ ასრულებს
სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ ...
იხილეთ სრულად
სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ შეგვეწია მადლითა და მოწყალებით, მის წინაშე ვერ განვმართლდებით, მადლი ღმრთისა კი თავმდაბალს მიეცემა და შეეწევა.
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე...
იხილეთ სრულად
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი კი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს,...
იხილეთ სრულად
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმრთის, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპივის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფებ...
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვა ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ,...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევ...
იხილეთ სრულად
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოიხმაროთ.