წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

24. უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს: მცნებებს, დოგმატებს, მუქარასა და აღთქმას. და ჩვენ ყოველივე ამათ გამო ვიტანთ ცხოვრების მთელ სიმკაცრეს: მარხვას, მღვიძარებას, შიშველ მიწაზე წოლას, უსახსრობას, მორჩილებაში შრომას, წყენას, შეურაცხყოფას, წამებას, სიკვდილს და ყოველილვე ამათ მსგავსს. "რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა მე დავიცევ გზანი ფიცხელნი" (ფს. 16, 4) უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს:

23. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის გამო, ზოგიც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ზოგი თავშეკავებულობის გამო, ხოლო ზოგი ღვთის განგებით თავისუფლდება ვნებათაგან. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის

22. დემონები უძლურდებიან, როცა მცნებათა აღსრულების შედეგად ჩვენში ვნებანი მცირდებიან; იღუპებიან, როცა სულის უბიწოების გამო სავსებით განიდევნებიან მისგან, რადგან მასში ისეთს ვერაფერს ნახულობენ, რის გამოც შეძლებდნენ იქ დარჩენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს იმას ნიშნავს, რომ "მოუძლურდნენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა" (ფს.9.4) დემონები უძლურდებიან, როცა მცნებათა

21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრულყოფას წმინდა სამების თაყვანისმცემელი ცოდნის თანაზიარებით დაასრულებს. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას

20. ჩვენი სულების დაუცხრომელი მაძიებელნი ვნებიან გულისთქმათა მეშვეობით ცდილობენ, სული გულისხმისყოფით და საქმით აღსრულებულ ცოდვაში ჩააგდონ. მაგრამ, როცა მათ უარმყოფელ გონებას წააწყდებიან, "ჰრცხვენიათ და კდემებიან", ხოლო, როცა მიხვდებიან, რომ გონება სულიერი ჭვრეტითაა მოცული, მაშინ "მართლ უკუნ იქცევიან და ჰრცხვენიათ ფრიად და მსთუად" (ფს.34.4; 6,11). ჩვენი სულების დაუცხრომელი მაძიებელნი ვნებიან

19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე ეს შენში გაგრძელდეს, შეუდექი მარხვას, შრომას, მღვიძარებას და კეთილ მდუმარებას, ძილად მისვლის ლოცვასთან ერთად. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის

18. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას მოსწყვეტენ და სიძვის გულისთქმებით შეიპყრობენ, მაშინ ცრებლებით შეჰღაღადე მეუფეს: "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე მოუცავ მე" (ას.16, 11; 31, 7). და განთავისუფლდები. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას

17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი

16. ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან უგონო სიყვრულიდან ან რაიმე გრძნობადისადმი და რაიმე გრძნობადის გამო განუსჯელი სიძულვილიდან გამომდინარე. უგონოა სიყვარული საკვებისადმი, ან დედაკაცისადმი, ან ქონებისადმი, ან წარმავალი დიდებისადმი ან სხვა რაიმე გრძნობადისადმი. უგონო სიძულვილია, როცა განუსჯელად სძულთ, როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული საგნებიდან რომელიმე ან ვინმე მათ გამო ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან

15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელიც ხელს გვიშლის საგნების ბუნებრივ აღქმაში. და თუ გონება ფხიზელია, ვნება არ დაგვაბრკოლებს საგანთა ბუნებრივი აღქმისას. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1