სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნუ იფიქრებ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც ზნეობრივი გახდი, ვიდრე თავს ყველაზე უარესად არ ჩათვლი ნუ იფიქრებ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც

სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ თავი მოყვასზე ნაკლებად ჩათვალო სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ თავი

ნელ-ნელა ვასწავლოთ ჩვენს გულს, რომ ყოველ ძმაზე თქვას: "ჭეშმარიტად, ის ჩემზე უკეთესია". ამრიგად თანდათან ისწავლი, საკუთარი თავი სხვებზე უარესად მიიჩნიო. ნელ-ნელა ვასწავლოთ ჩვენს გულს, რომ ყოველ

არსებობს საცდელი ქვა ოქროსა და ვერცხლისათვის; არსებობს აგრეთვე საცდელი ქვა თავმდაბლობისათვის. ქვა, რომლითაც თავმდაბლობა გამოიცდება, არის შერიგება მათთან, ვინც გვაწყენინა ან - ვისაც ჩვენ ვაწყენინეთ. არსებობს საცდელი ქვა ოქროსა და ვერცხლისათვის;

ვფიქრობდეთ იმას, რომ თავმდაბლები ვართ და არ გვქონდეს სულის სიმტკიცე იმისათვის, რომ შევურიგდეთ მას, ვინც გვაწყენინა, ან ვისაც ვაწყენინეთ, ნიშნავს, რომ თავს ვიტყუებთ, რომ საკუთარ თავს მივაწერთ თავმდაბლობას, რომელიც არ გაგვაჩნია. ვფიქრობდეთ იმას, რომ თავმდაბლები ვართ და არ

ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე ცოდვილი უწოდოს, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა არ სურს. ეს თავმდაბლობის ნიშანი არ არის. ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე

ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც

ჩვენ გვგონია, რომ თავმდაბლები ვართ, ვიდრე არ გვეხებიან. ეს თავმდაბლობა არ არის! ჭეშმარიტი თავმდაბლობა ის არის, როდესაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ, შენ კი საკუთარ თავს ეუბნები: ეს ყველაფერი ჩემი ცოდვების ბრალია. ჩვენ გვგონია, რომ თავმდაბლები ვართ, ვიდრე არ

ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და

თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა. თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2