ნუ მრისხანებ, ეს არც შენთვისაა სასარგებლო და არც სხვებისთვის იქნება კარგი მაგალითი.
ნუ მრისხანებ, ეს არც შენთვისაა სასარგებლო და არც სხვებისთვის იქნება კარგი მაგალითი.
არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად ... იხილეთ სრულად
შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ... იხილეთ სრულად
ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.
დიდ პავლე მოციქულსაც ცდიდა უფალი, განსაცდელი მის ქადაგებას უშლიდა ხელს. და მაინც, მიუხედავად ამისა და მოციქულის ვედრებისა – უფალს ამ განსაცდელისგან გაეთავისუფლებინა – ღმერთმა მისი არ ისმინა. განსაცდელი სამკურნალო წამალივით დაუტოვა... იხილეთ სრულად
ღვთის მადლით, განსაცდელებს მხოლოდ მოთმინებით გავართმევთ თავს. ვისაც ქრისტეს გზაზე სიარული სურს, სიკვდილამდე განსაცდელს უნდა ელოდეს! განა ჩვენმა ქრისტემ ადამიანებისა და ეშმაკებისგან ყვედრება და ბოროტება ჯვარზე სიკვდილამდე არ დაითმი... იხილეთ სრულად
შვილო, მოუთმინე ძმებს და ზეცაში დიდი სასყიდელი გექნება.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის.
ვინც უძლურთა სისუსტეებს ითმენს, სასყიდელი დიდი ექნება, რადგან ბევრი იტანჯა და ამის სანაცვლოდ შესაბამის საზღაურს სამართლიანად მიიღებს.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.