წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1,516). ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად

საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება. საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა

მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს. კაცი შეიძლება ხშირად წუხდეს და თითქმის ტიროდეს კიდეც იმის გამო, რომ შურიანია და რომელიმე თავისი მოყვასის წარმატება და წინსვლა სწყინს. შურიანი კაცის გული მაშინ იტანჯება და განიხერხება, როდესაც სხვის ბედნიერებას და წარმატებას ხედავს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და ყოველივე სიკეთე თავისთვის უნდა. მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი

ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს, ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება. ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა

მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს. მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი

თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს "ძე ღმრთისა" ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 529-530) თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ

მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგება და აღიძვრება. მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში

განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფის ყოველგვარ რჯულს არღვევს. ასეთ შემთხვევათა და გარემოებათა დროს მრისხანება კაცისა არათუ დასაძრახისი, არამედ პატიოსანი და სათნო საქმეა, იმიტომ, რომ ასეთი მრისხანება წმიდა წყაროსაგან მომდინარეობს, იგი სიმართლის სიყვარულითა და საღმრთო შურითაა აღძრული. განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა.

ყოველი კაცი ჩვენი მოყვასი და ძმაა, უმეტესად კი, რა თქმა უნდა, უბედური და გაჭირვებული. ყოველი კაცი ჩვენი მოყვასი და ძმაა, უმეტესად

მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა. მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1