ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის...
იხილეთ სრულად
ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე
განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს...
იხილეთ სრულად
განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, რომ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზად იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობ...
გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ
მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი - ლოცვით ვიყოთ დაკავებულნი, რათა ყოველთვის, როგორც კი მოგვიახლოვდება და ვნებას დაგვიპირებს მტერი, ჩვენი გული მისთვის დაკეტილი და შეიარაღებული დახვდეს.
როდესაც ქოთანი ქვემოდან ცხელდება, ვერც ბუზი და ვერც სხვა რამ ვერ შეეხება მას; ხოლო როდესაც გაცივდება, მაშინ მწერები მასზე სხდებიან; ასევე ემართება ადამიანსაც: ვიდრე იგი სულიერ საქმიანობაშია, მტერს მისი დაძლევა არ შეუძლია.