კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდ...
იხილეთ სრულად
კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდა ერთგვარი ტკივილი... მუდმივი შრომა სწრაფად შეგაძლებინებთ ამას. ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს (რომ ტკივილის განცდა წარმოჩნდეს) ბუნებრივი საქმეა; მისი მეშვეობით კონცენტრირება ბევრად უფრო კარგადაა შესაძლებელი. როდესაც ...
გახსოვდეთ, არ შემოიფარგლოთ იესოს ლოცვის სიტყვების მხოლოდ მექანიკური გამეორებით. ეს არაფერს მოგიტანთ, ენით ლოცვის წარმოთქმის მექანიკური ჩვევის გარდა. რა თქმა უნდა, არც ესაა ცუდი. მაგრამ ეს საქმის ყველაზე გარეგანი მხარეა.
მთავ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, არ შემოიფარგლოთ იესოს ლოცვის სიტყვების მხოლოდ მექანიკური გამეორებით. ეს არაფერს მოგიტანთ, ენით ლოცვის წარმოთქმის მექანიკური ჩვევის გარდა. რა თქმა უნდა, არც ესაა ცუდი. მაგრამ ეს საქმის ყველაზე გარეგანი მხარეა.
მთავარი კი ღვთის თანამყოფობის განცდაა და ასეთი გრძნობით, ღვთის შიშით, რწმენითა და სიყვარულით მის წინაშე დგომა. ამ გრძნობამ შესაძლებელია სიტყვების გარეშეც იარსებოს. ის აუცილებლად უპირველესად გულში უნდა იქნეს გაღვივებული. სიტყვები შ...
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს...
იხილეთ სრულად
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს ლოცვაც, თავისთავად რაიმე სასწაულის ჩამდენი არაა, არამედ, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია და აქედან გამომდინარე, გარეგანი. მაგრამ მას ძალუძს გონიერ და გულისმიერ ლოცვაში გადაიზარდოს... ყველაფერი ეს ბუნებრივად წარიმართება. ხ...
როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება.
ლოცვების დაზეპირება ლოცვითი მოღვაწეობის ერთ–ერთი ხერხია, თქვენ კი გეგონათ, როგორც კი დაიზეპირებდით სიტყვებს, უმალ გულიდან ამოგივიდოდათ ლოცვა? ახლა ხედავთ, რომ მოლოდინმა არ გაამართლა, თუმცა ამაში დამნაშავე ლოცვების დაზეპირება კი არ...
იხილეთ სრულად
ლოცვების დაზეპირება ლოცვითი მოღვაწეობის ერთ–ერთი ხერხია, თქვენ კი გეგონათ, როგორც კი დაიზეპირებდით სიტყვებს, უმალ გულიდან ამოგივიდოდათ ლოცვა? ახლა ხედავთ, რომ მოლოდინმა არ გაამართლა, თუმცა ამაში დამნაშავე ლოცვების დაზეპირება კი არ არის, არამედ ის ხერხი, რომელიც გამოიყენება ამ საქმეში, ხერხი, რომელსაც იყენებს ის, ვინც იზეპირებს. ლოცვების დაზეპირება საჭიროა არა იმდენად მეხსირებით, რამდენადაც გულითა და გონებით. ლოცვის სულით უნდა აღივსო. გაიაზრო მისი...
ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს, ვერც ტაძარში და ვერც სახლში. თუმცა ტაძარში ლოცვა უკეთესია, იქ ლოცვის სული ტრიალებს. კარგია, რომ მუდამ ტაძრისაკენ მიილტვით, მაგრამ თუ ტაძარში წასვლა შეუძლებელია,...
იხილეთ სრულად
ლოცვა მაშინაა კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ და ვერაფერი გიშლის ხელს, ვერც ტაძარში და ვერც სახლში. თუმცა ტაძარში ლოცვა უკეთესია, იქ ლოცვის სული ტრიალებს. კარგია, რომ მუდამ ტაძრისაკენ მიილტვით, მაგრამ თუ ტაძარში წასვლა შეუძლებელია, რას იზამ, შინ ილოცეთ. სახლში, როგორც გინდა ისე ილოცებ. თავად განსაჯეთ, ამ დროს სრული თავისუფლება გაქვთ. ოღონდ კი გონებითა და გულით ღმერთს ადიდებდეთ, მადლობდეთ და ევედრებოდეთ.
იარეთ ეკლესიაში, ეს ყველაზე უკეთ ავითარებს ლოცვის სულს. სახლში ილოცეთ ლოცვანით ან ზეპირად. იკითხეთ მზა ლოცვები ან თვითონვე შეთხზეთ – თქვენი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე. ყოველგვარი საქმის კეთებისას – დგომისას, სიარულისას, მუშაობ...
იხილეთ სრულად
იარეთ ეკლესიაში, ეს ყველაზე უკეთ ავითარებს ლოცვის სულს. სახლში ილოცეთ ლოცვანით ან ზეპირად. იკითხეთ მზა ლოცვები ან თვითონვე შეთხზეთ – თქვენი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე. ყოველგვარი საქმის კეთებისას – დგომისას, სიარულისას, მუშაობისას იმეორეთ რომელიმე ლოცვა, ან ერთ–ერთი მუხლი ფსალმუნიდან.
თუ ლოცვის ძლიერ სურვილს იგრძნობთ, შეამოკლეთ წესი ან საერთოდ მიატოვეთ კითხვა და ილოცეთ გულის კარნახით; ხოლო თუ ამის სურვილი გაგივლით და დრო გრჩებათ, უკვე ლოცვანით ილოცეთ. ამაში სრული თავისუფლება გეძლევათ, მთავარია უფლისადმი მოწიწებ...
იხილეთ სრულად
თუ ლოცვის ძლიერ სურვილს იგრძნობთ, შეამოკლეთ წესი ან საერთოდ მიატოვეთ კითხვა და ილოცეთ გულის კარნახით; ხოლო თუ ამის სურვილი გაგივლით და დრო გრჩებათ, უკვე ლოცვანით ილოცეთ. ამაში სრული თავისუფლება გეძლევათ, მთავარია უფლისადმი მოწიწება გქონდეთ.