ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიანთი ... იხილეთ სრულად
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მსგავსია ადამიანის სულისა და ხორცის ერთობისა, სადაც ორივეს თავისი ადგილი აქვს და მათ ჰარმონიულ ყოფას კეთილგანწყობა და გონიერება წარმართავს.
თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.
დიდია საშიშროება იმისა, რომ მრავალი ცდუნდეს, რომ ბევრმა ვერ გაარჩიოს ავი და კარგი, რადგან დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კი აღარ უპირისპირდება, არამედ ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს.
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურისა და ქცევის წესების შესწავლას.
განათლების რეფორმა პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.