მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს. აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწ...
იხილეთ სრულად
მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიე...
თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ
ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი ...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი
ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი, - პასუხისმგებლობას, ომის დროს კი, - თავდადებასაც; ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმა...
იხილეთ სრულად
ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი, - პასუხისმგებლობას, ომის დროს კი, - თავდადებასაც;ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12).
ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნა...
იხილეთ სრულად
ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა.
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვან...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.