გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს.
რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც...
იხილეთ სრულად
რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10,29; ლკ. 21,18).
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ" (ინ. 15,5), - ბრძანებს უფალი და, მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუ...
იხილეთ სრულად
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ" (ინ. 15,5), - ბრძანებს უფალი და, მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუფალი ნებაც.
ადამიანი ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენების გამო აღმოჩნდა ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენების გამო აღმოჩნდა ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: "ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქ...
იხილეთ სრულად
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: "ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც" (I კორ. 15,14).
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა. ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მო...
იხილეთ სრულად
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა.ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მონობისაგან ჩვენს მხსნელს, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.
ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი ყურადღებას არაფერს აქცევს.