წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

3. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ საგნებს აჯაჭვავენ და, ღვთისაგან მოწყვეტილს, აიძულებენ მათით იყოს შეპყრობილი და, პირიქით, ღვთის სიყვარულის დაუფლება მას ვნებათა მარწუხებისაგან ათავისუფლებს იმაში დარწმუნებით, რომ დიდ რამედ არ შერაცხოს არამარტო გრძნობადი საგნები, არამედ თვით ამქვეყნიური ცხოვრებაც კი. ვნებები, მოიცავენ რა გონებას, მას ნივთიერ

2. გონებას, რომელიც ხანგრძლივადაა მოცული რაიმე გრძნობადზე ფიქრით, რა თქმა უნდა, მისდამი ან წადილის, ან მჭმუნვარების, ან მრისხანების, ან გულისწყრომის ვნება გააჩნია და, თუკი არარაობად არ შერაცხს იმ საგანს, მაშინ ვნებისაგან ვერ განთავისუფლდება. გონებას, რომელიც ხანგრძლივადაა მოცული რაიმე

1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიმსჭვალული. ამრიგად, ღმერთი არ უყვარს მას, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიჯაჭვული. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი

100. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით ანთებული, იგი თავიდან ღვთის, როგორც არსების, შეცნობას ცდილობს, მაგრამ ნუგეშს პოულობს არა იმის შემეცნებით, რაც უფალშია, რამეთუ ეს ყველა ქმნილი არსებისათვის შეუძლებელი და დაუტეველია, არამედ მშვიდდება იმის შეცნობით, რითაც უფალია მოცული, მაგალითად; მარადიულობით, დაუსაბამოობით, გარეშემოუწერელობით, სახიერებით, სიბრძნით, ყოვლისშემძლეობის, ყოვლადმზრუნველობისა და ყოვლადსამართლიანობის ძალით. უფალში ყველასათვის მხოლოდ ისაა შესაცნობი, რომ ის დაუსაბამოა და თავად მისი შეუცნობლობის შეცნობა არის გონებას აღმატებული სიბრძნე, როგორც ეს თქვეს ღვთისმეტყველების ძლიერმა მამებმა - გრიგორმა და დიონისემ. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით

98. ხილული საგნების ჭვრეტისას გონება ან მათ ბუნებრივ თვისებებს იკვლევს, ან იმას, რაც მათი მეშვეობით განიდიდება, ან კიდევ ეძებს თავად მათ მიზეზს.
99. უხილავ საგანთა შემეცნებაში ვარჯიშისას კი გონება ცდილობს, გაიგოს მათი ბუნებრივი თვისებები, მათი არსებობის მიზეზი და თუ რა მომდინარეობს მათგან და როგორია მათდამი ღვთის ზრახვა და მსჯავრი. ხილული საგნების ჭვრეტისას გონება ან მათ

97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე

96. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ მისი დიადი ქმნილებებითა და მათდამი მისი მზრუნველობით. მათში, როგორც სარკეში, ჩვენ ღვთის უსასრულო სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას ვხედავთ. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ

95. როგორც მზე თავისი ამოსვლით ანათებს სამყაროს და განაცხადებს თავის თავსაც და თავის მიერ განათებულ საგნებსაც, ასევე ჭეშმარიტების მზე (უფალი) გამობრწყინდება რა წმინდა გონებაში, განაცხადებს როგორც თავის თავს, ასევე ყოველივეს მისგან ქმნილსა და მისით არსებულს. როგორც მზე თავისი ამოსვლით ანათებს სამყაროს

94. მცნებათა აღსრულებით გონება ვნებათაგან თავისუფლდება; ხილულის სულიერი განჭვრეტით კი - საგანთადმი ვნებიან ზრახვათაგან; უხილავის შემეცნებით უარს ამბობს ხილული საგნების განჭვრეტაზე; და ბოლოს, წმინდა სამების შეცნობით - თვით უხილავ საგანთა ცოდნაზეც კი. მცნებათა აღსრულებით გონება ვნებათაგან

93. სრულყოფილი უბიწოების გამოხატულებაა ის, როცა მღვიძარების დროსაც და ძილშიაც საგანთა წარმოსახვა გულს უბრალოდ ხვდება. სრულყოფილი უბიწოების გამოხატულებაა ის, როცა

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1