ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს უწყობდეს ხელს და გულს არ აციებდეს: კითხვაც, ლოცვაც, შრომაც, სხვებთან საუბარიც, ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - არ მიგიყვანოთ გულის გაციებამდე. შესვენების გარეშე მოკლე ლოცვით, თქვენი შინაგანი ღუმელი გაახურეთ და უფრთხილდით გრძნობას, რომ მათი მეშვეობით არ გაჟონოს სითბომ. გარეგანი შთაბეჭდილებები ძალიან ძნელად ეწყობიან შინაგან საქმიანობას რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს

თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარდა, ნებისმიერი რამით არიან დაკავებულნი, იმიტომ, რომ ეს გაცილებით ადვილია, საკუთარი თავის მიხედვას კი შრომა სჭირდება. თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები

მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ. მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და

მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ. მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და

ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმიდოს ხორციელი ცხოვრება, ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა

24. უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს: მცნებებს, დოგმატებს, მუქარასა და აღთქმას. და ჩვენ ყოველივე ამათ გამო ვიტანთ ცხოვრების მთელ სიმკაცრეს: მარხვას, მღვიძარებას, შიშველ მიწაზე წოლას, უსახსრობას, მორჩილებაში შრომას, წყენას, შეურაცხყოფას, წამებას, სიკვდილს და ყოველილვე ამათ მსგავსს. "რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა მე დავიცევ გზანი ფიცხელნი" (ფს. 16, 4) უფლის ყველა სიტყვა შემდეგ ოთხ რამეს მოიცავს:

შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: „ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე“ (შდრ. გამ. 20, 9). ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი). შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: ექვს

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კეთილისა? რა შეუძლია შენს მონდომებასა და შრომას იმის დაუხმარებლად, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ყოველივე და რომლის გარეშე ყოველი კაცი არარაობაა, როგორც აჩრდილი სხეულის გარეშე. რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, მონდომებასა

სულთითქუემდ აქა, რაითა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაი, რაითა მუნ მოიმკო სიხარული. თავმოდრეკით სულთითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მხურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა ამას, რომელ სახარებასა წერილ არს, ტირილითა შეუნდვნა ქრისტემან ყოველნი ცოდვანი მისნი. რავდენ უფროის შენ, ოდეს სტიროდი მარხვითა და სიწმიდითა, უფროის მისსა ღირს იქმნე წყალობასა! სულთითქუემდ აქა, რაითა მუნ მხიარულ იყო, და

ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი არიან შრომისმოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა. საწყალი და საბრალო არის ის ქვეყანა, სადაცა უმრავლესნი პირნი შესჩერებიან და უმზერენ მთავრობასა და ყოველი იმედი ბედნიერებისა და წარმატებისა დაუდვიათ ჩინებზე, ჯამაგირზე, ჯილდოზე, ხოლო შრომასა და მუშაობასა შეურაცხჰყოფენ და უკადრისობენ. ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3