"ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა..." (ეფეს. 6, 18).
საუბრობს რა ლოცვის აუცილებლობაზე, მოციქული იქვე მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ლოცვა, რომ ის შემენილ იქნეს.
პირველი: ილოცეთ - ამბობს...
იხილეთ სრულად
"ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა..." (ეფეს. 6, 18).
საუბრობს რა ლოცვის აუცილებლობაზე, მოციქული იქვე მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ლოცვა, რომ ის შემენილ იქნეს.
პირველი: ილოცეთ - ამბობს იგი - ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა, ანუ გულმოდგინედ, გულისტკივილით, ღვთისაკენ მხურვალე სწრაფვით...
მეორე: ილოცეთ, ყოველსა ჟამსა - ამით გვაცნობს მოუწინებელი და ფხიზელი ლოცვის შესახებ. ლოცვა უნდა იყოს არა წინასწარ დადგენილ დროში აღ...
ამბა მოსე მურინს (შავს) ერთხელ საცდური ეწია - იგი მრუში ფიქრებისგან ევნებოდა და რაკი მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევდა, თავისი სენაკიდან გამოვიდა და თავისი საცდურის შესახებ ამბა ისიდორეს მოუთხრო. მოძღვარი ბერი არწმ...
იხილეთ სრულად
ამბა მოსე მურინს (შავს) ერთხელ საცდური ეწია - იგი მრუში ფიქრებისგან ევნებოდა და რაკი მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევდა, თავისი სენაკიდან გამოვიდა და თავისი საცდურის შესახებ ამბა ისიდორეს მოუთხრო. მოძღვარი ბერი არწმუნებდა, სენაკში დაბრუნებულიყო და ელოცა, მაგრამ მოსე ეურჩებოდა - არ შემიძლია, ბილწ ზრახვებს ვერ ვძლევო. მაშინ ისიდორემ მოსე სენაკის სახურავზე აიყვანა და უთხრა:-გაიხედე დასავლეთისკენ!მოსემ გაიხედა და დემონების უდიდესი სიმრ...
ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან. მთელ დუნიაზე ისეთ საგანს, გინდა მოვლენას ვერ შეხვდებით, რომ იგი ისპობოდეს. სამარადისოდ ჰქრებოდეს, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ი...
იხილეთ სრულად
ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან. მთელ დუნიაზე ისეთ საგანს, გინდა მოვლენას ვერ შეხვდებით, რომ იგი ისპობოდეს. სამარადისოდ ჰქრებოდეს, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი. არ არის წარსული, რომელიც არ ამზადებდეს მომავალს; არ არის ბოლო რომელსაც არ მიყავდეს ახალ საწყისამდე; ყოველი განსაკუთრებული ცოცხალი არსება, მის ჩვეულ კუბოში ჩასვლის, გინათუ სიკვდილის შემდეგ, იქიდან ამოდის სრულიად განახ...
703. რას ჩაგვაგონებენ ბოროტი სულები სიძვის ცოდვით დაცემამდე და დაცემის შემდეგ?
იხილეთ სრულად
კაცთმოყვარეს უწოდებს ღმერთს კაცთმოძულე ეს მტერი ჩვენი სიძვის ეშმაკი, გვეტყვის, რომ ამ ცოდვას, როგორც ბუნებითს, ადრე მოგივტევებს ღმერთი. ხოლო ჩვენ ვნახეთ მზაკვარება ეშმაკთა, რადგან დაცემის შემდეგ მართლმსაჯულსა და უწყალოს უწოდებენ მას. რადგან, დაცემამდე ხერხს მიმართეს, რათა ცოდვისაკენ მიგვიზიდონ, ხოლო დაცემის შემდეგ ისევ იხმარეს ხერხი, რათა სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდონ.
519. საკმარისია თუ არა, მხოლოდ გარეგანი ცოდვებისაგან რომ მოვიზღუდოთ თავი?
იხილეთ სრულად
როგორადაც ჩვენს გარეგან, ხილულ სხეულებს ვიცავთ ცოდვათაგან, რამეთუ ღმერთის სამკვიდრებელი ტაძარნი არიან და მოციქულის სიტვით „რომელმან ტაძარი ღმრთისა განხრწნეს, განხრწნას იგიცა ღმერთმან“ (1 კორ. 3.17). – აი, ამგვარადვე აუცილებელია ჩვენი შინაგანი კაციც – ჩვენი სულიც – დავიცვათ ყოველგვარი შეგინებისაგან უჯერო ფიქრით თუ ბილწი სურვილით, რადგან იგი ქრისტეს სძალია და სწორედ მისთვის გვეუბნება საღმრთო წერილი: „ყოველი საცო დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არია...
658. დავემორჩილოთ თუ არა ბოროტ წინამძღვარს?
იხილეთ სრულად
გააჩნია, რა აზრით იყენებ სიტყვა „ბოროტს“. თუ ეს სარწმუნოებას ეხება, მიატოვე ასეთი ადამიანი და გაიქეცი, – და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ზეციდან მოვლენილი ანგელოზიც კი; ხოლო თუ ცხოვრების წესს ეხება, მაშინ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენ. მოუსმინე რას ამბობს ქრისტე: „საყდართა მოსესთა (სჯულის სწავლების კათედრაზე) დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი“. მანამდე ბევრი შესაძრწუნებელი რამ თქვა მათზე, შემდეგ კი ეს თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდენ... ყოველსა უკ...
545. რატომ არტყიათ ღვთისმსახურთა და ბერ–მონაზონთ წელზე ტყავის სარტყელი?
იხილეთ სრულად
იმიტომ, რომ მზად ვიყოთ საქმისათვის, რადგან ყოველი კაცი საქმის აღსრულებისას პირველად წელზე მოირტყამს და ამგვარად შეუდგება საქმეს, როგორც წერია: „იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ“ (ლუკ. 12.35). მეორედ იმისათვის, რომ როგორც ტყავის სარტყელი არის დამზადებული მკვდარი გვამისაგან, ასევე, ჩვენ უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი გულისთქმები. ხოლო წელზე გვარტყია იგი და იქვეა თირკმელნი, რომელშიც არის სწორედ სულის გულისთქმა. ამიტომ ამბობს მოციქული: „მოაკუდინენით უკუე ასონი ...
საყვარელნო! აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან. ხოლო დაფარვა ცოდვის...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან. ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრისა მიმართ დიდად სავნებელ არს - შემდგომად სიკვდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების. ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსარება ცოდვათა, ხოლო დაფარვა სიხარულ სატანასი. რამეთუ იგი ლიქნით ეტყვის, ვითარ...