ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველა...
იხილეთ სრულად
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას მართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის.
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად ...
იხილეთ სრულად
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად და ობიექტად. სამწუხაროდ, ჩვენი ბუნებითი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვებს.
ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ნებაზე; რომელ გზას აირჩევს იგი: კეთილ საწყისს, თუ ბოროტების მოჩვენებითი მომხიბვლელობა ჩაითრევს თავის მორევში.
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა ...
იხილეთ სრულად
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.
"ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს...
იხილეთ სრულად
"ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს გემოჲ მისი უჯეროდ ღვინის მსმელთა - და მმარხველ იქმნენ, მიიღეს მდიდართა - და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა - და აღივსნენ იმედითა, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა - და შეიძინეს სიბრძნე" (ისააკ ასურ...
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.