მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებოვნებულ სულს.
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისა...
იხილეთ სრულად
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახ...
მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყ...
იხილეთ სრულად
მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყუებულილ მოჩვენებებით, რომლებიც ხშირად ჩნდებიან აღმოსავლეთის უდაბნოში, ხედავს წინ ამწვანებულ ბორცვებსა და მბრწყინავ წყაროებს, მიახლოებისთანავე უნაყოფო და უწყლო ველებად რომ გადაიქცევიან, ასევე ყოველი ცოდვილი თავისი სურვილე...
არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენადაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებით დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გ...
იხილეთ სრულად
არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენადაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებით დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გავანაწყენეთ საკუთარი თავი (რომელიმე ვნებისადმი მორჩილებით), ჩვენთვის სიმძიმე არ იარსებებს.