ჩემს უსაზღვრო ურვაში ისევე, როგორც უწინ, ნათლით მოსილი, ჯვარზე მეჩვენა იესო, თავი დახარა და შემახსენა: "ნახე რამდენი ავიტანე შენი გულისთვის!" და ყველა ჩემი მწუხარება კვამლივით განქარდა. რა ვთქვათ ეგზომ სიყვარულზე, რომელსაც უფ...
იხილეთ სრულად
ჩემს უსაზღვრო ურვაში ისევე, როგორც უწინ, ნათლით მოსილი, ჯვარზე მეჩვენა იესო, თავი დახარა და შემახსენა: "ნახე რამდენი ავიტანე შენი გულისთვის!" და ყველა ჩემი მწუხარება კვამლივით განქარდა.რა ვთქვათ ეგზომ სიყვარულზე, რომელსაც უფალი გვიმჟღავნებს, რათა გვაცხოვნოს! ჩვენ კი უმცირესი განსაცდელის გამო ამას ვივიწყებთ. თუმცაღა კი განსაცდელთა და ჭირთა შორისაა ქრისტე. მაგრამ განცდები და ზრუნვა იმაზე, როგორ ვიცხოვროთ, არ ითვლება ჭირად, არამედ მხოლოდ ქრისტეს გამ...
link
ერში რომ ვცხოვრობდი ფარულად ვიღვწოდი მკაცრად, სისხლის დათხევამდე, ვჭამდი მეცხრე ჟამის შემდეგ და ორ დღეში ერთხელ, პენტელის მთებმა და გამოქვაბულებმა შემიცნეს, როგორც ღამის ყორანი. მწყურვალი და მტირალი, ცხონების მაძიებელი. თავს ვცდიდ...
იხილეთ სრულად
ერში რომ ვცხოვრობდი ფარულად ვიღვწოდი მკაცრად, სისხლის დათხევამდე, ვჭამდი მეცხრე ჟამის შემდეგ და ორ დღეში ერთხელ, პენტელის მთებმა და გამოქვაბულებმა შემიცნეს, როგორც ღამის ყორანი. მწყურვალი და მტირალი, ცხონების მაძიებელი. თავს ვცდიდი, შემეძლო თუ არა ტანჯვის ატანა, მონაზვნად შედგომა მთაწმიდაზე. და როცა კარგად ვიასპარეზე რამდენიმე წელი, უფალს შენდობა ვთხოვე, რომ ორ დღეში ერთხელ ვჭამდი და ვამბობდი, რომ როცა მთაწმიდაზე მივიდოდი, რვა დღეში ერთხელ შევჭამ...
link
მონაზონი მოთმინების გარეშე, კანდელია უზეთოდ
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს შევხვდეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მას ეს სურს. არა ისე და მაშინ, როცა შენ გსურს. შენ ფიქრობ: აი, მე მივალ, როცა მომინდება, და მაშინ შევხ...
იხილეთ სრულად
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს შევხვდეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მას ეს სურს. არა ისე და მაშინ, როცა შენ გსურს. შენ ფიქრობ: აი, მე მივალ, როცა მომინდება, და მაშინ შევხვდები უფალს. ასე არ გამოვა. ის მოდის მაშინ, როცა მას სურს, და შენგან ითხოვს ყოველჟამიერ მზადყოფნას. ამგვარი ორმხრივი მიმართება, ამგვარი დამოკიდებულება სიყვარულის კანონის შესაბამისობაშია. და თუკი შენ უდარდელად ხარ, არ გაქ...
link
შეჭმარიტი ლოცვის დროს, ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებული არიან. იგი დგას ღმრთის ტახტის წინაშე და ერთის მხრივ თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მერო მზხრივ, ღმრთის განუზომებლ მოწყალებას.
ჭეშმარიტი ლოცვა სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა
link
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
link
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც...
იხილეთ სრულად
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უ...
link
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევ...
იხილეთ სრულად
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევა. ეს თანხმობა ორიოდე სიტყვითაც გამოიხატება: ღმერთმა გაკურთხოს, უფალმა გაკურთხოს და სხვა.
link
ლოცვა-კურთხევა უდიდესი მადლია. ადამიანი, რომელიც სასულიერო პირიდან ხშირად ღებულობს ამ მადლს, დაზღვეულია მრავალი განსაცდელისაგან.