გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგ...
იხილეთ სრულად
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგრძნებებზე, ნუ წარწყმდები საკუთარი თავის ცდუნებით.
ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ,...
იხილეთ სრულად
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ, ანუ – იმედს, შიშს, სიხარულს, მწუხარებას და ნაწილობრივ უკვე განიცდიან იმას, რასაც საყოველთაო განკითხვაზე მოელიან... სულები უფრო ცოცხალნი ხდებიან, უფრო მოშურნედ განადიდებენ ღმერთს. და მართლაც, თუკი ჩვენი გონების შესაძლებლ...
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებ...
იხილეთ სრულად
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებს, არამედ ღმერთის მიერ გაძლიერებულ სულთან ხელახალი შეერთების გზით. თავის მხრივ, სულიც თავისი ნებელობით კი არ გაძლიერდება, არამედ – ღმერთის მიერ, რომლითაც იგი დასტკბება. ამიტომაც სული უფრო სრულყოფილი ცხოვრებით ჰგიებს სხეუ...
რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისთვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქო...
იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისთვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქონია არსებობა და არც სათნოებათა ან ვნებათა მიმართ სხეულისაგან განცალკევებით არ ილტვოდა, მაშინ სამართლით ერთიც და მეორეც ერთად მიიღებს მისაგებელს...
წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და სამშვინველი, ხან კი – სხეული და სული. მაშასადამე, სამშვინველი და სული ერთი და იმავე ნაწილის ოდენ სხვადასხვა სახელწოდებანია (ამიტომაც ქართულ ...
იხილეთ სრულად
წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და სამშვინველი, ხან კი – სხეული და სული. მაშასადამე, სამშვინველი და სული ერთი და იმავე ნაწილის ოდენ სხვადასხვა სახელწოდებანია (ამიტომაც ქართულ კანონიკურ თარგმანში ყველგან „სული“: წერია! – მთარგმნელი). ამის დასტურად შეიძლება მივუთითოთ სხვა მაგალითებზეც. მაცხოვარი, წინასწარ იტყოდა რა თავისი ადამიანური სულის გაყრაზე სხეულისაგან კაცთა მოდგმისათვის სიკვდილის ჟამს, ა...
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის ბუნებაში არანაირი მანკიერება არ ყოფილიყო; მეტიც, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანის სული ხატად და მსგავსად სულიწმიდის მადლისა, შთაუნერგა მას სათნო...
იხილეთ სრულად
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის ბუნებაში არანაირი მანკიერება არ ყოფილიყო; მეტიც, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანის სული ხატად და მსგავსად სულიწმიდის მადლისა, შთაუნერგა მას სათნოებათა ყველა კანონი, კეთილგონიერება, განსჯის უნარი, გულისხმისყოფა, რწმენა, სიყვარული და სხვა სათნოებანი, – და ყოველივე ეს მოანიჭა მას სახედ სულიწმიდისა.