საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუ...
იხილეთ სრულად
საოცარია ლოცვის სურვილი
თუ სამშობლოზე გინდა ილოცო,
უმისოდ მოგკლავს ტრფობის წყურვილი,
უმისოდ ლექსი ვინ დაგილოცოს?
უმისოდ ტკბილი დედა ვინ იყოს?
მწვერვალზე როგორ შემოდგა ფეხი?
უმისოდ მიწამ ნუღარ მიგვიღოს,
უმისოდ თავზე დაგვამსხვრეს მეხი.
მსურდა ეს მეთქვა: მარად იყავთო!
ნუმც დაგმუგქრვიათ წარღვნა აწ ნგრევით...
გედივით სერავს სივრცეს იყალთო,
სვეტიცხოველი, ჯვარი და გრემი...
link
მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთი...
იხილეთ სრულად
მამული!.. ამ სიტყვის ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითვეულება - ეგ ჭირთაჭირი - არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითვეულსა - მთელის ხალხისა და მთელს ხალხს - თვითვეულისა ჭირი და ჭირი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღვლითა ნაღვლობს, ლხინ...
link
თუ დავესწართ გაზაფხულსა,
ჩვენგან ნათესს აღმოსულსა,
მეტი ჯილდო რაღად გვინდა,
თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩვნილსა?!
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვე...
იხილეთ სრულად
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვენი სულიერი სათნოებანია საუკუნო სიკეთეებისკენ რომ მიგვიძღვიან, თვითარჩევითი ბოროტებანი კი სასჯელთა მიზეზად უხდებიან ადამიანებს
link
77. ცხოვრებისეული განსაცდელნი ადამიანებს იმ მებრძოლებად ხდის, ღვთისგან გვირგვინის მიღების ღირსნი რომ არიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში ყოველივე ამქვეყნიურისადმი მოაკვდინონ მათ თავიანთი სხეულებრივი ნაწილები, რადგან მკვდარი ...
იხილეთ სრულად
77. ცხოვრებისეული განსაცდელნი ადამიანებს იმ მებრძოლებად ხდის, ღვთისგან გვირგვინის მიღების ღირსნი რომ არიან. ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში ყოველივე ამქვეყნიურისადმი მოაკვდინონ მათ თავიანთი სხეულებრივი ნაწილები, რადგან მკვდარი ამქვეყნიურზე არაფერზე წუხს
link
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს...
იხილეთ სრულად
76. გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს ღვთისგან, თუ დაეცემა, ნუ აღმოჩნდება სულმოკლე, ნუ დაახანებს დაცემულობაში და სასოს ნუ წარუკვეთს თავის თავს, არამედ აღდგეს და კვლავ იბრძოლოს, კვლავ იზრუნოს გვირგვინისათვის ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შემთხვეული დაცემის...
link
75. ჩვენს უფლებამოსილებაშია კეთილგონივრულად რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ის, რომ გავმდიდრდეთ, ჩვენს უფლებამოსილებაში არ არის. რატომ? იმიტომ, რომ განა არ დაგვჭირდება ჩვენი სულის დაგმობა ამ სწრაფწარმავალი სიმდიდრის გამო, რაც ზმანებაა და რი...
იხილეთ სრულად
75. ჩვენს უფლებამოსილებაშია კეთილგონივრულად რომ ვიცხოვროთ, მაგრამ ის, რომ გავმდიდრდეთ, ჩვენს უფლებამოსილებაში არ არის. რატომ? იმიტომ, რომ განა არ დაგვჭირდება ჩვენი სულის დაგმობა ამ სწრაფწარმავალი სიმდიდრის გამო, რაც ზმანებაა და რისი ფლობის ძალმოსილებაც არ გაგვაჩნია? ნუთუ მარტოოდენ სიმდიდრის ჟინი უნდა გვქონდეს? ჰოი, რა უგუნურად მიმოვიქცევით, არ ვიცით რა, რომ ყველა სათნოებაზე უწინარესი ესა მდაბალცნობიერებაა, ისევე როგორც ყველა ვნებაზე უწინარესი ესა...
link
74. არათუ ადამიანთა ქების გამო უნდა ვესწრაფოთ ღირსეულ და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, არამედ გამოვირჩევდეთ სათნო ცხოვრებას ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგან სიკვდილი ყოველდღიურად მოჩანს ჩვენს თვალწინ და ყოველივე კაცობრივი არამდგრადია
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს...
იხილეთ სრულად
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს თავისი სული, საღად რომ საჯოს არა მხოლოდ სხეულებრივ საქმეთა გამო, არამედ იმათ გამოც, რაც ეხება მომხვეჭელობას, მტაცებლობას, მოშურნეობას, გემოთსიამეს, ფუჭ დიდებას, მაგინებლობას, აგრეთვე სიკვდილს და სხვა ამგვარს
link
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეუ...
იხილეთ სრულად
72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეული
link