მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლო...
იხილეთ სრულად
მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლოა, მიმართული იყოს გამოცხადების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; მაგრამ როდესაც მომწიფდებიან და თითქოსდა მამაკაცურ ასაკს აღწევენ, მაშინ იწყებენ გამოცხადების ჭეშმარიტების დამტკიცებას.
გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ღვთ...
იხილეთ სრულად
გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ღვთის შემეცნებასთან. პლატონი, სოკრატე, რომლებიც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ