მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრა...
იხილეთ სრულად
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე
link
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქ...
იხილეთ სრულად
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
link
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადი ყურადღება შვილთან ურთიერთობაში დათმობილი აქვს ყოფით საკითხებს, რომელიც აღმზრდელობით კატეგორიას კი არ განეკუთვნება, არამედ ვიწრო სოციალურს. აღზრდასა და გაზრდაში სხვაობის საჩვენებლად მარტივი ...
იხილეთ სრულად
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადი ყურადღება შვილთან ურთიერთობაში დათმობილი აქვს ყოფით საკითხებს, რომელიც აღმზრდელობით კატეგორიას კი არ განეკუთვნება, არამედ ვიწრო სოციალურს. აღზრდასა და გაზრდაში სხვაობის საჩვენებლად მარტივი მაგალითია მცენარის ბიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღზრდას არ ექვემდებარება, იგი მხოლოდ იზრდება მისი მასაზრდოებელი ნივთიერი საკვებით. თუ მხოლოდ ნივთიერი საკვებით გამოკვებას დავუთმობთ ყურადღებას, მაშინ მივიღებთ მცენარეს, ...
link
მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ იშვიათად დამახასიათებელია პიროვნებისათვის. საკითხი ეხება მიჯაჭვულობის ტენდენციას. მიჯაჭვულობა ვინმესადმი, ვინც არ უნდა იყოს ის, უდიდეს დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს პიროვნებისათვის, როგ...
იხილეთ სრულად
მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ იშვიათად დამახასიათებელია პიროვნებისათვის. საკითხი ეხება მიჯაჭვულობის ტენდენციას. მიჯაჭვულობა ვინმესადმი, ვინც არ უნდა იყოს ის, უდიდეს დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს პიროვნებისათვის, როგორც ინდივიდისთვის. თუ ამ სახით ხდება ბავშვის და შემდგომ მოზარდის აღზრდა, ან კიდევ ასეთ მიდრეკილებებსა და თვისებებს ავლენს მშობლისადმი ან დედმამიშვილისადმი და საერთოდ ვინმესადმი და ამას სათანადო ყურადღება არ მიექცევა, ასე...
link
მართებულობა მდგომარეობს ზომიერებაში. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს მოციქული პავლეს სიტყვები, როდესაც იგი მიმართავს შვილსა და მშობელს: "დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს ...
იხილეთ სრულად
მართებულობა მდგომარეობს ზომიერებაში. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს მოციქული პავლეს სიტყვები, როდესაც იგი მიმართავს შვილსა და მშობელს: "დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს მამას და დედას - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით" (ეფეს.6,1-4).
ცხადია...
link
თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკიდან გარდატეხის ასაკად წოდებულ პერიოდამდე და მერეც თავაზიანი და თავშეკავებული ფორმებით შეასწავლოს შვილს ცხოვრების კულტურა. იშვიათად უნდა მიმართოს ე.წ. დასჯის მეთოდს. დიდებულად...
იხილეთ სრულად
თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკიდან გარდატეხის ასაკად წოდებულ პერიოდამდე და მერეც თავაზიანი და თავშეკავებული ფორმებით შეასწავლოს შვილს ცხოვრების კულტურა. იშვიათად უნდა მიმართოს ე.წ. დასჯის მეთოდს. დიდებულად შენიშნავს წმ. ამბროსი მედიოლანელი: "სიმკაცრესთან ყოველთვის შეერთებული უნდა იყოს შემწყნარებლობა და ალერსიანობა".
link
ვინც საუბარში დაჟინებით იცავს საკუთარ აზრს თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ, თუ უფ...
იხილეთ სრულად
ვინც საუბარში დაჟინებით იცავს საკუთარ აზრს თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ, თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.
link
ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულიად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვ...
იხილეთ სრულად
ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულიად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, იგი ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.
link
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას...
იხილეთ სრულად
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა - მოძღვრისაგან მოითხოვენ პასუხს.
link
ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია იგი ვერც საქმეში დამორჩილდება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან, ისინი თვით წმიდა მორჩილებიდანაც კი სასჯელის მეტს ვერაფერს მიიღებენ.