ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ყოველი ადამიანის გული გრძნობს, და რამდენად იგი კეთილშობილია, იმდენად უფრო უყვარს სიკეთე და სიმართლე, მაშინ როდესასც ახლანდელ ცხოვრებაში სიკეთე და სიმართლე ძალიან ხშირად იჩაგრება ბოროტებისა და უსამართლობისაგან, საიდანაც წარმოიშობა ... იხილეთ სრულად
ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმაც ჰსთქვა: "ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". აღსდგა იგი ღმერთი, რომელმაც გვიანდერძა... იხილეთ სრულად
შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა, რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოც... იხილეთ სრულად
წერილი სულიერ შვილს. ამრიგად, რაკიღა გითხარი, რომ შენს გვერდით ვარ, მაშინ, როცა მრისხანებ, როცა მზად ხარ იფეთქო, საკუთარ თავს უთხარი: "ბერის სიყვარულის გამო, რომელიც იტირებს, როცა ამას შეიტყობს, არ გავბრაზდები და არ ვიურჩებ... იხილეთ სრულად
შეიმოსე სიმამაცე უფლისა მიერ და ნუ შეუშინდები ქაჩალს, რომელიც ქრისტემ განარისხა. და ახლა ნერვებისა და თავისი უწინდელი ძალების გარეშეა დარჩენილი. იგი მხოლოდ წარმოდგენებსა და შიშებს აღძრავს, მხოლოდ კადნიერ და უტიფარ სიტყვებს წარმოთქ... იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, ვინც ერთს არ ემორჩილება, ის არც მრავალს დაემორჩილება და საბოლოოდ დაუმორჩილებელი რჩება
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული
მორჩილებად არ შეგერაცხება ამა თუ იმ დავალების შესრულება, თუკი გულში წინააღმდეგობა გაქვს. მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.
გამოწვლილვის გარეშე, ბრმად გააკეთე, რასაც გიბრძანებს ის, ვინც პასუხისმგებელია, რათა შენ არ მოგიწიოს სიტყვისგებამ შენს საქმეებზე. ვინც გიბრძანებს, თავადვე აგებს პასუხს იმაზე, კეთილად გიბრძანა თუ ცუდად, შენ კი იმაზე აგებ პასუხს, კარ... იხილეთ სრულად
ქედი მოუდრიკე მორჩილების უღელს და მიეწებე შენი მოძღვრის სუნთქვას. როგორც კი გამოვა მისი ბაგიდან სიტყვა, მაშინვე აიტაცე იგი: ფრთა შეისხი, გაფრინდი, შეასრულე განსჯის გარეშე, კარგია იგი თუ ცუდი