სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება ყველაზე მეტად
ამპარტავნებით ღმერთს ჩვენს მტრად ვიხდით
ღვთისთვის არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება, რადგან მასში საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება იმალება.
ჩვენი გზის საკუთარ თავში ამაღლებაც კი ღვთის გზიდან გადახვევაა, თუნდაც ამ გზაზე უკვე შემდგარნი ვიყოთ.
ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა: "უმჯობესია თავმდაბლობით გაიმარჯვო, ვიდრე - ამპარტავნებით".
უმჯობესია, თავმდაბალი ცოდვილი იყო, ვიდრე - ამპარტავანი მართალი
მაღალი შეხედულება საკუთარი სათნოებების შესახებ ადამიანების წინაშეც კი სათნოების არსის დაკარგვაა; მითუმეტეს - ღვთის წინაშე.
უფალს უყვარს თავმდაბალი ცოდვილი, რომელიც გულით გლოვობს საკუთარ ცოდვებს, და უარყოფს ამპარტავან მართალს, რომელიც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის.
თავმდაბალი ცოდვილები კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნების გამო მრავალი წლის შრომას ღუპავენ.
დაცემისას ოხრავდე, წარმატების ჟამს კი ნუ გაამაყდები