სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნუ დავტოვებთ საკუთარ თავს ტაძრის გარეშე, როცა შეგვიძლია, არამედ მისი თან ტარებაც ვისწავლოთ
შესაძლოა, ტაძარშიც შეიტანო შენი სახლი, ე.ი. ფიქრები საყოფაცხოვრებო საფრუნავზე; შესაძლოა, სახლშიც შეიტანო ტაძარი, ე.ი. მოგონებები წმიდა საგალობლებისა და განსწავლელი საკითხავების შესახებ.
ლოცვის სახლიდან მოიტანე ლოცვის სული და მისით შენს სახლშიც განაბრწყინვე შენი პატარა საიდუმლო ტაძარი.
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლშ... იხილეთ სრულად
"რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნების სკოლაში სიარულს, თუ არ ისწავლი?" - თქვა ამბა პიმენმა, - როდესაც ტაძარში ადამიანების უკრძალველ და ღვთისუშიშარ დგომაზე საუბრობდა.
ზოგიერთნი, ტაძარში დგომისას უფალთან მაცხოვნებელი საუბრის ნაცვლად ადამიანებთან ამაოდმეტყველებენ.
თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს!
არცთუ იშვიათად ხდება, რომ მკვეთრად ანთია ჩვენი სანთელი წმიდა ხატის წინ, გულში კი ცოტა სითბო და სანთელი გვაქვს.