პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი - ციტატები, გამონათქვამები
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი - ციტატები, გამონათქვამები პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი |
სულის ბუნების შესახებ მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია. სული ადამიანს, მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედვით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად... იხილეთ სრულად
სიწმიდე მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი.
მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებელად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია.
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის სა... იხილეთ სრულად
ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება, თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია, რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება.
სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისაგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში.
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვ... იხილეთ სრულად