რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩა...
იხილეთ სრულად
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.
თ. 14-16
link
ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.
მხოლოდ უფალი შეირაცხება მართლად.
არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?
მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის ...
იხილეთ სრულად
ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.
მხოლოდ უფალი შეირაცხება მართლად.
არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?
მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს?
მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია.
თ. 18-19
link
გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.
შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კა...
იხილეთ სრულად
გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.
შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.
თ. 18-19
link
ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.
კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.
გულის სიხარული და ...

გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.
სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.
სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.
ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და...
link
როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.
როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.
უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.
უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
სიბრძნის ს...

სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან.
ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა.
უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით.
მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თ...
link
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.
უ...

უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიექცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.
უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმ...
link
ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.
თ. 1-3
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ.
მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.
განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.
შეწევნის მთხ...

შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს, უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.
მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.
რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
თ. 3-4
link
ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.
რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.

მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანავე იქნება და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედ...
link