სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან...
იხილეთ სრულად
სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან ხშირი ზიარების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ერში. შენი სხეული ხომ იფიტება და უძლურდება, როდესაც საკვებს არ აწვდი. სულსაც სჭირდება თავისი ზეციური საზრდო, არადა გამოიფიტება და დაძაბუნდება. ზიარების გარეშე შენში მინ...
link
ზიარებას ღირსეულად არა მხოლოდ წმინდანები იღებენ. წმიდა საიდუმლოთა მისაღებად რწმენაში არასრულყოფილებაც ვერ იქნება დაბრკოლება, რადგან ექიმი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებს. ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა გადასარჩე...
იხილეთ სრულად
ზიარებას ღირსეულად არა მხოლოდ წმინდანები იღებენ. წმიდა საიდუმლოთა მისაღებად რწმენაში არასრულყოფილებაც ვერ იქნება დაბრკოლება, რადგან ექიმი სნეულებს სჭირდებათ და არა ჯანმრთელებს. ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა გადასარჩენად. ზიარება – ეს ჩვენი რწმენის განმტკიცებისა და სრულყოფის წყაროა; როგორ შეიძლება, ჯერ რწმენასა და ცხოვრებაში სრულყოფილება მოითხოვო და უკვე შემდგომ ჩათვალო დასაშვებად წმიდა საიდუმლოთა ზიარება?!
link
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცო...
იხილეთ სრულად
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო...
link
ყველასთვის ცნობილია, რომ ძნელია მონაზვნური ცხოვრება, ოღონდ ცოტამ თუ იცის, რომ იგი ყველაზე აღმატებულია, უწმინდესი, უმშვენიერესი და უმსუბუქესიც კი არის; დიახაც! იგი მსუბუქი, გამოუთქმელად მიმზიდველი, უტკბილესი, მანუგეშებელი, ნათელი დ...
იხილეთ სრულად
ყველასთვის ცნობილია, რომ ძნელია მონაზვნური ცხოვრება, ოღონდ ცოტამ თუ იცის, რომ იგი ყველაზე აღმატებულია, უწმინდესი, უმშვენიერესი და უმსუბუქესიც კი არის; დიახაც! იგი მსუბუქი, გამოუთქმელად მიმზიდველი, უტკბილესი, მანუგეშებელი, ნათელი და სიხარულით მარადის მბრწყინავია; მაგრამ ჭეშმარიტება არა მრავალთა, არამედ მცირედთა მხარეს არის. მაგრამ იგივე შეიძლება გავიმეოროთ საერთოდ სულიერ ცხოვრებაზე. აი, რატომ ბრძანა მაცხოვარმა: „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირ...
link