ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლებ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლება და ნუ დაღონდები იმის შემხედვარე, თუ რა ნელა და ცუდად მიდის საქმე. იცოდე, სულიერი კიბის ყველაზე მაღალ საფეხურებზეც ხდება საშინელი დაცემა და პირველ საფეხურებზეც შეიძლება სულმა საღვთო მოწყალებით ღვთაებრივი მადლი მიიღოს.
link
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმ...
იხილეთ სრულად
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმოაჩინეს, რაც ადამიანში შინაგანია, შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა, მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა, გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება, რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალებ...
link
ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისაგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმინდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისაგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმინდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე დღეებიდან. ეს მოგანიჭებს ძალასა და სიმტკიცეს სულიერ ცხოვრებაში და შეძლებ საერო ჩვევებით მცხოვრებთ თამამად, ღიად და მამაცურად გაემიჯნო. რადგან მარხვა ერთ-ერთი შეუძვრელი საძირკველია შენი უხილავი მონასტრისა.
link
მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან ბრძოლაში, იგი ლოცვის მსგავსად, ახალ განმყოფ ზღუდეს აღმართავს შენს სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის. მარხვა იწყება ს...
იხილეთ სრულად
მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან ბრძოლაში, იგი ლოცვის მსგავსად, ახალ განმყოფ ზღუდეს აღმართავს შენს სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის. მარხვა იწყება საკვების შეზღუდვით, ხოლო მაღალ საფეხურებზე იგი ლოცვასა და ღვთის ჭვრეტასთან ერთობაში აღწევს უმაღლესს - უვნებობას.
link
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, ...
იხილეთ სრულად
როგორ წაგადგება ლოცვა ცხოვრების გაეკლესიურებაში და როგორ უნდა მიუდგე მის შესწავლას? ლოცვას სულიერ ხელოვნებას უწოდებენ; ჭეშმარიტად, ეს ხელოვნებაა, რომელიც ხანგრძლივ, გულმოდგინე სწავლას ითხოვს. ლოცვითი განწყობა ბევრს ეუფლება ხოლმე, მაგრამ სხვა რამ არის მოიპოვო ლოცვა, როგორც მუდმივი და ჩვეული სულიერი მდგომარეობა.
link
ლოცვისას რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდო და საერთოდ არაფერმა შეგაცბუნოს; არც განსაკუთრებული ამოცანა დაისახო; იგრძენი თავი ყრმად, რომელმაც ჯერ სიარულიც კი არ იცის და რა მსჯელობა, რა სხვადასხვა საკითხის წამოჭრა შეუძლია მას?! შენც ოღონ...
იხილეთ სრულად
ლოცვისას რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდო და საერთოდ არაფერმა შეგაცბუნოს; არც განსაკუთრებული ამოცანა დაისახო; იგრძენი თავი ყრმად, რომელმაც ჯერ სიარულიც კი არ იცის და რა მსჯელობა, რა სხვადასხვა საკითხის წამოჭრა შეუძლია მას?! შენც ოღონდ ფეხზე დადგე და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა; ამაში იმეცადინე: ეცადე, ყურადღება ლოცვის სიტყვებიდან სხვა საგნებზე არ გაგექცეს, თუ გაგექცა – უკან მობრუნდი. წაიკითხე ნაცნობი ლოცვა წყნარად; დასაწყისში გადაიწერე პირჯვარი და მუხლ...
link
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის ...
იხილეთ სრულად
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის კითხვას კითხვაზე. ეცადე, არ მოუსმინო. შენთვის თქვი, რომ ილოცებ ისე, როგორც ეკლესია ასწავლის; რომ ეს შენი მოვალეობაა ღვთის წინაშე; გამოგივა თუ არა, შენს საქმეს მაინც გააკეთებ. ამასთან აუცილებლად გქონდეს სენაკის კანონი. სუ...
link
ლოცვა ერში შესაძლებელიც არის და აუცილებელიც იმიტომ, რომ მის გარეშე ვერ შექმნი უხილავ მონასტერს, იგი დაიცავს და განამტკიცებს სულიერ ცხოვრებას. შენი ოთახი ვერ იქნება სენაკი, სანამ მასში არ ილოცებ; ხმაურიან ქალაქში თავს ვერ გრძნობ მო...
იხილეთ სრულად
ლოცვა ერში შესაძლებელიც არის და აუცილებელიც იმიტომ, რომ მის გარეშე ვერ შექმნი უხილავ მონასტერს, იგი დაიცავს და განამტკიცებს სულიერ ცხოვრებას. შენი ოთახი ვერ იქნება სენაკი, სანამ მასში არ ილოცებ; ხმაურიან ქალაქში თავს ვერ გრძნობ მონასტრის კედლებს შიგნით, სანამ შენს გულში არ დაისადგურებს ლოცვა.
link
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც ...
იხილეთ სრულად
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც კი – როგორც უდიდესი საუნჯე და ფასდაუდეელი სიხარული მარადის სუფევდეს სულის იდუმალ და მიუწვდომელ სიღრმეებში.
link