ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.
თემა: ბოროტება, სიკეთე, ცოდვა, წუთისოფლის უარყოფა, სიკეთე და ბოროტებაავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: სულიერი მდელო
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმიდა სამებისაგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი ძის მიერ, ხოლო სხვა ნაწილი სულიწმიდის მერ, არამედ ყოველივე ერთობლივ და თითოეული ბუნებაც ცალკე შექმნილია მამის მიერ ძით, სულიწმიდის მადლისაგან. რამეთუ ყოველი საგანი, სულ ერთია, სუბსტანციას ვუწოდებთ, არსობრიობასა თუ ბუნებას, ანდა სხვა რამ სახელს, ერთდროულად ატარებს თავის თავში ერთსაც, მეორესაც და მესამესაც. ასე რომ, წარმოადგენს რაღაც ერთიანსაც და სხვათაგან განსხვავებულსაც თავისი სახით და არ არის ამოვარდნილი საგანთა მწყობრი რიგიდან.
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან), აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა და ადამიანისათვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებად არის ღმერთის მიერ შექმნილი.