წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ამჟამინდელი ცხოვრება სავაჭრო ადგილად ჩათვალე. თუ ვაჭრობას დაიწყებ, მოგება გექნება, რადგან მცირედის სანაცვლოდ ბევრს მიიღებ და სწრაფწარმავალისთვის - მარადიულს. ხოლო თუ ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობას, სხვა დრო ამისთანა გაცვლისთვის უკვ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ.
რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე
კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია
შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს.
თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.
შენ გინდა იცოდე, რამდენად უკეთესი გახდი? გამოსცადე თავი, რამდენად ცუდ ადამიანად გრძნობ თავს. რაც უფრო ნათელია გამოხედვა, მით უფრო ნათლად ხედავ ღვთის დიდებას და საკუთარ ცოდვილობას.
ნაკლები სიტყვა გახდება საჭირო, თუ, რაც საჭიროა, იმას გააკეთებ. მხატვარი თავისი სურათებით მეტად ასწავლის.
ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტა... იხილეთ სრულად