წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ღმერთის სიტყვამ მოიღო ახლადშექმნილი მიწის ნაწილი, თავისი უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატი და წილად არგუნა მას თავისი სიცოცხლე, რამეთუ წარმოგზავნა მასში სული - უხილავი ღმრთაების მცირე ჭავლი.
ღმერთი იმთავითვე შესაქმის დაწყებამდე, მარტივი და არაშედგენილი, შემდგომში შეეუღლა ადამიანურ ბუნებას, ხოლო მერმე ჯვარსაც იქნა მიმსჭვალული ღვთისმკვლელთა ხელით. ასეთია სწავლება ღმერთის შესახებ, რომელიც ჩვენ, ადამიანებს თანაგვეზიარა.
ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს: თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბ... იხილეთ სრულად
ღმერთი გონებაა, დიადი გონება, ანუ ყოველმხრივ სრულყოფილი არსი, რომლის შეცნობა და წვდომა შესაზლებელია მხოლოდ გონებისმიერი ძალისხმევით.
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყ... იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა