წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა: ერთი საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული, მეორე განწმედა კი ჩვენი სისხლისმიერია, რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებ იმ სისხლს... იხილეთ სრულად
სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია მტვერს შეერიოს; ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული. ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება დ... იხილეთ სრულად
უჭკუო ადამიანის სიტყვა ზღვის ხმაურიანი ტყლაშუნია, რომელიც ნაპირზე ეხეთქება, მაგრამ სანაპიროს მცენარეებს ვერ ვნებს.
სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს.
უმჯობესია კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისთვის სასიამოვნო ფერები აქვს.
სიმდიდრის მოყვარულთა ბიწიერება ისეთია, რომ არაფრით შემოიფარგლება, ითხოვს რაც შეიძლება მეტს, იგი იმით მკურნალობს დაუოკებელ წყურვილს, რომ განუწყვეტლივ სვამს.