წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
გაცილებით უკეთესია ღირსეულისთვის, ხელი გაუწოდოს უღირსთაც, ვიდრე იმის შიშით, რომ უღირსს შეხვდება, ღირსეულებსაც უარი უთხრას მოწყალებაზე.
თითქმის არ არსებობს არცერთი ღარიბი, რომელსაც სამართლიანად შეეძლოს მოწყალების საქმისათვის თავის არიდება
უფრო ადვილია ნაკლის გადმოღება, ვიდრე - სათნოების გადაცემა, რადგან უფრო ადვილად დაავადდები სნეულებით, ვიდრე - სხვას გადასცემ შენს ჯანმრთელობას
არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
ჭეშმარიტად ბრძენი ღვთის ხორცშესხმული სიბრძნის მსგავსად ჯერ ქმნის და შემდგომ განსწავლის (საქმე მოც. 1, 1); ჯერ კანონს აღასრულებს, შემდეგ კი ბრძანებს, ან ურჩევს და არ ანგრევს იმას მაგალითით, რასაც ასწავლის სიტყვით ან ძალაუფლებით.