წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნას, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს
ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა
სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი - მჩხვლეტავი ეკლებით
შენთვის ერთნაირად ცუდია - განიშორო მადლმოსილი იმედი და გაგიჩნდეს მეტისმეტად თამამი აზრი, რომ ძნელი არაა სრულყოფილი იყო.
დრო, ასე ვთქვათ, ბაზარია: შეგვიძლია იქ ვიყიდოთ, რაც გვინდა. მაგრამ, თუ ჩვენივე სასიკეთოდ არ გამოვიყენებთ მას, მაშინ ყიდვას ვერაფრისას შევძლებთ.
როცა მოგცემს ღმერთი, შური ვერაფერს იზამს; ხოლო როცა არ მოგცემს, ვერანაირი ძალისხმევა ვერ გიშველის.