საშინელი ვნებაა მომხვეჭელობა, ყველაფრის ხელში ჩაგდებას ლამობს და ვერაფრით კმაყოფილდება, სულს, რომელსაც დაეუფლება, ბოროტების უფსკრულში გადაჩეხს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება. თუ გაძლიერდა, მისი დამარცხება შეუძლებელი გახდე...
იხილეთ სრულად
საშინელი ვნებაა მომხვეჭელობა, ყველაფრის ხელში ჩაგდებას ლამობს და ვერაფრით კმაყოფილდება, სულს, რომელსაც დაეუფლება, ბოროტების უფსკრულში გადაჩეხს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება. თუ გაძლიერდა, მისი დამარცხება შეუძლებელი გახდება
link
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ ...
იხილეთ სრულად
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.
link
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკ...
იხილეთ სრულად
58. სადაც ვინმე იძულებით და თავისი ნების გარეშე მყოფობს, იქ საპყრობილეა მისთვის და სასჯელი. დაკმაყოფილდი, ამიტომ, იმით, რაც გაქვს, რათა არ მოხდეს ისე, რომ შენ, უმადურად მიმღებმა, შენდა შეუცნობლად დასაჯო შენივე თავი; ხოლო გზა ამისკენ ერთია: ამქვეყნიურთა მოძაგება
link
შესაძლოა, რომელიმე ფულს აგროვებს შავი დღისათვის, ვინაიდან არა აქვს უფლის შემწეობის იმედი. მოინანიეთ უფლის წინაშე და იჩქარეთ მოიხმაროთ ავი კერპის სამსახურში ნაგროვები დოვლათი კეთილი საქმეებისთვის, ვინაიდან ბოროტი კერპი – მომხვეჭელო...
იხილეთ სრულად
შესაძლოა, რომელიმე ფულს აგროვებს შავი დღისათვის, ვინაიდან არა აქვს უფლის შემწეობის იმედი. მოინანიეთ უფლის წინაშე და იჩქარეთ მოიხმაროთ ავი კერპის სამსახურში ნაგროვები დოვლათი კეთილი საქმეებისთვის, ვინაიდან ბოროტი კერპი – მომხვეჭელობა განაქარვებს ლოცვას.
link
შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე...
იხილეთ სრულად
შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე თუ გამოვფხიზლდებით ნეტავ ამ ბანგისაგან?
link
“ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად” (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინაღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: „დაინდე ღატაკი“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „წაართვი მას, რაც გააჩნია“; ქრისტე გვეუბნება: „დახარჯე შენი ქონება...
იხილეთ სრულად
“ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად” (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინაღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: „დაინდე ღატაკი“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „წაართვი მას, რაც გააჩნია“; ქრისტე გვეუბნება: „დახარჯე შენი ქონება ღარიბებზე“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „ისიც წაართვი, რაც აქვს“.
link
მოდით, მოვიქცეთ პატარა ბავშვების მსგავსად, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორე ხელით კი ტყეში კენკრას აგროვებენ. დაე, ჩვენც ერთი ხელით ამქვეყნიური სიკეთენი მოვიხვეჭოთ, მეორე ხელით კი ჩვენი ღვთაებრივი მამის მარჯვენას...
იხილეთ სრულად
მოდით, მოვიქცეთ პატარა ბავშვების მსგავსად, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორე ხელით კი ტყეში კენკრას აგროვებენ. დაე, ჩვენც ერთი ხელით ამქვეყნიური სიკეთენი მოვიხვეჭოთ, მეორე ხელით კი ჩვენი ღვთაებრივი მამის მარჯვენას მოვეჭიდოთ, და რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მზერა მისკენ, რათა შევიტყოთ, სათნოა თუ არა მისთვის ჩვენი საქმენი.
link
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა....
იხილეთ სრულად
57. ისინი, რომლებიც არა კმაყოლდდებიან იმით, საარსებოდ რაც მიეცათ, და მეტსა და მეტს ეშურებიან, თავიანთ თავს ვნებებს უმონებენ, რომლებიც აშფოთებენ სულს და შთაუგდებენ მას ფიქრებსა და წარმოსახვებს, რომ ცუდია ეს ყოველივე, მას რომ ებოძა. ამასთან, ისევე როგორც ხელს უშლის ზომაზე გრძელი სამოსელი მოასპარეზეებს სრბოლაში, ამგვარადვე ზომაზე მეტი სიმდიდრის ჟინიც აბრკოლებს სულებს, იასპარეზონ ანთუ ცხონდნენ
link
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი, უფალო, შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავ...
იხილეთ სრულად
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი, უფალო, შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავიმკვიდრო სასუფეველი?" გახსოვდეს, აგრეთვე, რომ სიმდიდრე მრავალთათვის თავაშვებულობისა და გარყვნილების მიზეზი გამხდარა. მაშ, გაფრთხილდი, მძიმე შრომით მოპოვებული სიმდიდრით შენს შვილებს ცოდვების წინაპირობა არ შეუქმნა და ამის...
link
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცბოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებს...
იხილეთ სრულად
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცბოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენას...
link