უპოვარება - ციტატები, გამონათქვამები
თუკი აწინდელ, ქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანისათვის ღმერთის მიერ უპოვარება და გაჭირვებაა განჩინებული, როგორც ბუნებრივი სასჯელი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი, ვინც მთელი თავისი ძალისხმევით უმართებულოდ ცდილობს გაექცეს ამ ... იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ... იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო! ფული არს ვითარცა ანდამატი მიმკვრელი სიხარბისა და მიმზიდველი მისდამი თაყვანისცემისა, ვითარცა კერპი სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა; და ესე ვერცხლისმოყვარეობა არს ძირი ყოველთა ბოროტთა. და აწ ესე ვინაითგან ესრეთ არს, გ... იხილეთ სრულად
სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე... იხილეთ სრულად
148. რჯული სახისმეტყველებითად ბრძანებს, რომ ექვს დღეს ვსაქმობდეთ და მეშვიდე დღეს ვისვენებდეთ (გამოსლ. 20.9). ეს იმიტომ, რომ სულის საქმეა ქონების ანუ სიმდიდრის გზით ქველმოქმედება, ხოლო ამავე სულის მოცალეობა და მოსვენება – ყველაფრის... იხილეთ სრულად
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უ... იხილეთ სრულად
უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება
ვერცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა. (1 ტიმ. 6, 10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს
შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს
ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს