უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.
...
იხილეთ სრულად
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.
გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.
უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.
თ. 4-5
link
უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ...
იხილეთ სრულად
უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?
link
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დ...
იხილეთ სრულად
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14, 17; 15, 26; 16, 13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას. რამეთუ იგია – სული და ჭეშ...
link
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უფაერო სივრცეში მოხვ...
იხილეთ სრულად
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უფაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხ...
link
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰაერო სივცეში მ...
იხილეთ სრულად
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰაერო სივცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.
ღმერთი შენი სულის ჰაერია, ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერშ...
link
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკ...
იხილეთ სრულად
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკენ, მათ მწარედ მოინანიეს საკუთარი უღმერთობა და ჭეშმარიტ ქრისტიანებად იქცნენ. ამ ადამიანებს თავიანთმა ურწმუნოებამ სარგებელიც კი მოუტანა, რადგანაც უგუნური წარსულის გახსენება მათ სინდისის ქეჯნას აგრძნობინებს, რწმენისა და ღმ...
link
193. ღვთის მსჯავრთა არმცოდნე ადამიანი კლდოვან გზაზე გადის გონებით და ნებისმიერი ქარისგან ადვილად ენარცხება ქვევით, რადგან აქებენ რა, ამპარტავნებს, კიცხავენ რა, წყრება, შვებაშია რა, აღვირახსნილი ხდება, შეჭირვებულია რა, მწუხარებს, შ...
იხილეთ სრულად
193. ღვთის მსჯავრთა არმცოდნე ადამიანი კლდოვან გზაზე გადის გონებით და ნებისმიერი ქარისგან ადვილად ენარცხება ქვევით, რადგან აქებენ რა, ამპარტავნებს, კიცხავენ რა, წყრება, შვებაშია რა, აღვირახსნილი ხდება, შეჭირვებულია რა, მწუხარებს, შემცნობია რა, თავი მოაქვს, ვერ შეიცნობს რა, შემცნობად აჩვენებს თავს, სიმდიდრეშია რა, თავმომწონეობს, სიღარიბეშია რა, პირფერობს, ნაყროვანებაშია რა, თავხედდება, მმარხველობს რა, ცუდმედიდობს, მამხილებლებს ექიშპება, ხოლო იმათ, ...
link
იგი, ვინც გულით და გონებით უარყოფს ღმერთს, ვინც თავს ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, გული და გონება დაბნელებია და ყველა იმედს მოკლებული ადვილად ამართლებს მკვლელობასა და თვითმკვლელობას; ქორწინება მისთვის კომედიაა, ბავშვებისადმ...
იხილეთ სრულად
იგი, ვინც გულით და გონებით უარყოფს ღმერთს, ვინც თავს ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, გული და გონება დაბნელებია და ყველა იმედს მოკლებული ადვილად ამართლებს მკვლელობასა და თვითმკვლელობას; ქორწინება მისთვის კომედიაა, ბავშვებისადმი სიყვარული სულელური სენტიმენტალიზმი, სამშობლოსადმი სიყვარული, მით უმეტეს, მეგობრობა უბრალო თანამშრომლობა, რადგანაც მათთვის მთელი ქვეყნიერება უმწყემსოდ მორბენალი ცხვრების ასპარეზია, ხოლო სიცოცხლე კი შემთხვევითი მიწიერი ხ...
link
ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამი...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ...
link
ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მი...
link