წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
69. ნუ შეიწყნარებ მას, ვინც რომელიმე ადამიანის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რაიმე სახის ეჭვის საცდურს აღგიძრავს, რამეთუ ვინც ნებსით თუ უნებლიედ მომხდარი ამბიდან გამომდინარე, რომელიმე ადამიანის მიმართ ცუდად განგაწყობს, ის "ვერ ცნობს გზასა მშვიდობისასა" (რომ. 3, 17), რომელსაც სიყვარულის მეშვეობით ღვთის შემეცნებამდე მიჰყავს ამ გზის მოყვარულნი.
თემა: ღვთის შემეცნება, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
67. ყველა ვნება მიეკუთვნება ან სულის გულისწყრომის, ან გულისთქმის, ან კიდევ გონიერ ნაწილს, როგორც, მაგალითად, გულმავიწყობა და უცოდინრობა, მოწყინება კი მთელი ძალით იპყრობს სულს. უეცრად, სწრაფად აამოქმედებს თითქმის ყველა ვნებას. ამიტომაა ის ყველა სხვა ვნებაზე მძიმე. მაგრამ სახიერი უფალი გვაძლევს რა მის საწინააღმდეგო წამალს, გვეუბნება: "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი" (ლკ. 21,18)
65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
თემა: ვნებები, მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, სული, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
64. ვნებათა შორის განასხვავებენ ხორციელსა და სულიერს. ხორციელნი სხეულიდან იღებენ მიზეზს, ხოლო სულიერნი - შინაგანი მდგომარეობიდან. მაგრამ სიყვარული და თავშეკავება აღკვეთს ერთსაც და მეორესაც; სიყვარული - სულიერს, ხოლო თავშეკავება - ხორციელს.
თემა: ვნებები, სხეული, სული, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებებთან იმდენადაა ძნელი, რამდენადაც გონებით შეცოდება უფრო ადვილია, საქმით შეცოდებასთან შედარებით.
თემა: სახმართმოყვარება, ვნებები, ცოდვა, გონება, გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მიჰვლე მისთანაცა ორიცა" (მათ. 5, 39-41). რატომ? - რათა შენც დაგიცვას უფალმა ურისხველად, უშფოთველად და უწყრომლად და შენი ურისხველობით მასაც სიკეთე ასწავლოს და ორივე გატაროთ თავისი სიყვარულით, რამეთუ ღმერთი კეთილ არს.
თემა: მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, შფოთი, სიკეთე, ღმერთიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძვირადმახსენებლობისაგან და ღირს ეყავი სრულყოფილი, დიადი სიყვარულის მოპოვებისა, რომელსაც ვერ იტვირთავს ის, ვისაც თანასწორად არ უყვარს ყველა ადამიანი, მსგავსად უფლისა, ყველა ერთნაირად რომ უყვარს და "რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხონებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლაი (1ტიმ. 2,4).