სულიერი მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები
განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ მოძღვართა თქვენთა, განგვაღვიძებს, რათა უმეტესთა ბეჯითობითა გასწავლიდეთ თქვენ და განგამტკიცებდეთ საღმრთოსა შინა სჯულსა.
მოძრვარი შენი სურვილით უნდა ამოირჩიო და უნდა დაემორჩილო, თუ მოძღვარი რაღაც არამართლმადიდებლურს ქადაგებს და უხვევს ჩარჩოებიდან, განერიდე მას, როგორც მტერს და ბოროტს
წინამძღვრის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ
ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება
ღმრთის შიში გქონდეთ, რათა არ ეურჩოთ თქვენს წინამძღვარს. რადგან მასთან კი არ გაქვთ საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის
როცა შენ, როგორც ადამიანი, იღლები, ან ავად ხარ ან კიდევ მორჩილება გამძიმებს, მდაბლად უთხარი ამის შესახებ შენს მოძღვარს. უზაკველად აუხსენი, სუფთა სინდისით. მან კი იცის შეწყნარება. იცის, ხანდახან როგორ შეგიმსუბუქოს ტვირთი, რომ ფუჭად... იხილეთ სრულად
ყველა ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.
შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.
გამოწვლილვის გარეშე, ბრმად გააკეთე, რასაც გიბრძანებს ის, ვინც პასუხისმგებელია, რათა შენ არ მოგიწიოს სიტყვისგებამ შენს საქმეებზე. ვინც გიბრძანებს, თავადვე აგებს პასუხს იმაზე, კეთილად გიბრძანა თუ ცუდად, შენ კი იმაზე აგებ პასუხს, კარ... იხილეთ სრულად
როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები ... იხილეთ სრულად