ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი. სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შ... იხილეთ სრულად
დღეს ადამის შვილთა უმეტესობას ღვთის შვილობა არ სურს. ადამიანი შემოქმედს დაშორდა და სვლა მრუდე გზებით განაგრძო. ზეციურ მამას მან ეკლესია-მონასტერთა ცარიელი კედლები დაუტოვა, თავად კი ძალაუფლება, არმია, მედია, მიწები, წიაღისეული და ყ... იხილეთ სრულად
ვარსკვლავები მოძრაობენ, მხეცები ცოცხლობენ, სტიქიები ღვთის მიერ დადგენილ წესებს ექვემდებარებიან. მხოლოდ ადამიანი, ყველაზე გონიერი ქმნილება, ხშირად უგუნურად იქცევა. დაუტევებს უფლის მიერ დადგენილ გზას, საკუთარი ზმანებების ტყვე ხდება ... იხილეთ სრულად
ქრისტე წყალგამყოფია, სადაც იგი გამოჩნდება, ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან, ერთნი სიკეთეს შეჰხარიან და სხვანი კი სრულებით არ ეძიებენ მას. ასე იყო მაშინაც, როდესაც განხორციელებული უფალი ამქვეყნად მიმოდიოდა, და დღემდეც ასეა.
სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან, სინათლეს წყვდიადთან, სიკეთეს ბოროტებასთან შეათავსებს. სოფელი ჯვარს აცვა ქრისტე. თუ ქრისტე გწამთ, როგორ უნდა გაათანაბროთ ჭეშმარიტება სიცრუესთან. განა ქრისტე თავის სწავლებას ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სარწმუნოება დევნას უნდა განიცდიდეს, ეს თავად მაცხოვარმა აუწყა მოციქულებს. მწვალებლობანი ჩვეულებისამებრ ამქვეყნიურ, დემონურ სულს ენათესავებიან, დემონები კი თავის დამქაშებს არ დევნიან.
ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, შეჭმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.
ცხოვრებაში არის გადამწყვეტი წუთები, როდესაც მარადიული წარწყმედა ან მარადიული ცხონება უნდა გადაწყდეს. უცნობია ეს საბედისწერო ჟამი როდის დაგვიდგება. ამიტომ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს.
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირის... იხილეთ სრულად